The Sims 3: Pets — მეხუთე დამატება პოპულარული თამაშის The Sims 3 სერიიდან. თამაში გამოვიდა 2011 წლის 20 ოქტომბერს, PC-ის, Mac-ის, PlayStation 3-ის, Xbox 360-ის და Nintendo 3DS-ის პლატფორმებისთვის. იგი გამოუშვა Electronic Arts-მა. დამატების მეშვეობით, მოთამაშეს შეუძლია იყოლიოს კატა, ძაღლი, ცხენი, კუ, ჩიტი, გველი და სხვა არსებები. საერთო არჩევანს ემატება ახალი ქალაქიც. დამატებულია ზოომაღაციაც.[1]
შესაძლებელია ძაღლის ან კატის გაწვრთნა, სასეირნოდ გაყვანა. შესაძლებელია ცხენის გადაადგილების საშუალებად გამოყენება, სისწრაფეში ან ხტომაში გაწვრთნა, შემდეგ კი შეჯიბრებში მონაწილეობა და ფულადი პრიზების მოგება.