The Radio One Sessions — სიდ ბარეტის მიერ ჯონ პილის გადაცემისათვის 1970 წელს ჩაწერილი სიმღერებისგან შედგენილი EP დისკი. ამ გადაცემის ჩანაწერი რადიოეთერში იმავე წლის 24 თებერვალს გავიდა. აღსანიშნავია, რომ ამ სესიის დროს შესრულდა Two of a Kind, რომელსაც ბევრი რიჩარდ რაიტის საავტორო სიმღერად თვლის. ალბომის კიდევ ერთი ვერსია, The Peel Session გამოვიდა 1987 წელს, თუმცა The Radio One Sessions მისგან განსხვავდება ბობ ჰარისის შოუსათვის ჩაწერილი დამატებითი სიმღერებით.