„Under Pressure“ — Queen-ის და დევიდ ბოუის მიერ 1981 წელს ჩაწერილი სიმღერა. ბოუისთვის, ეს იყო პირველი თანამშრომლობა, სადაც იგი ვოკალისტიც იყო და ჩაწერაშიც მონაწილეობდა. სიმღერა შესულია ჯგუფის 1982 წელს გამოსულ ალბომში Hot Space. მან მიაღწია #1 პოზიციას ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. ასევე, სიმღერა შესულია VH1-ის 80'იანების 100 საუკეთესო სიმღერის სიის 31-ე ადგილზე.[1]
სიმღერების სია
1981 წლის სინგლი
Under Pressure (მერკური, ტეილორი, დიკონი, მეი, ბოუი) – 4:02