Wicked! — გერმანული ჰარდ-დენს ჯგუფ სკუტერის მესამე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1996 წელს. ალბომიდან გამოიცა სინგლები I'm Raving და Break It Up.
სიმღერების სია
Wicked Introduction - 1:44
I'm Raving - 3:28
We Take You Higher - 4:22
Awakening - 4:26
When I Was A Young Boy - 3:58
Coldwater Canyon - 5:16
Scooter Del Mar - 4:58
Zebras Crossing The Street - 4:58
Don't Let It Be Me - 3:59
The First Time - 5:25
Break It Up - 3:39
შენიშვნები
„Wicked Introduction“ ეფუძნება შოტლანდიურ პატრიოტულ სიმღერას „Scotland the Brave“. შემდგომი სიმღერა, „I'm Raving“, ეფუძნება მარკ კონის „Walking in Memphis“-ს.
„When I Was A Young Boy“-ში არის კომპოზიციის „Babylon (Loop! Remix)“ (Prince Ital Joe და მარკი მარკი) თითქმის იდენტური მელოდია. ეს კომპოზიცია ასევე ჰგავს სკუტერის კომპოზიციას „Beautiful Vibes“ (ალბომი ... and the Beat Goes On!).
სინგლმა „I'm Raving“ გერმანიაში 250.000 გაყიდული ასლისათვის ოქროს სტატუსი მიიღო.