ავაში – მდინარე აღმოსავლეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, მიედინება რღვევის ხაზის ჩრდილოეთ ნაწილში. სიგრძე — 1200 კმ. მდინარეზე მდებარეობს უდიდესი ქალაქები: მეტეხარა, ავაში, გევანე, ასაიიტა. მდინარის ზედა დინებაში მდებარეობს ავაშის ეროვნული პარკი, რომელშიც ბინადრობენ ანტილოპები და გაზელები.
მდინარის ქვემო დინებაში აღმოჩენილია უძველესი ადამიანების ნამოსახლარები და მათი ჩონჩხები, რის გამოც 1980 წელს მდინარის ქვემო წელი შეიტანეს იუნესკოსკულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.