ალმათის ოლქი (ყაზახ. Алматы облысы) — ოლქი სამხრეთ ყაზახეთში. დაარსდა 1932 წლის 10 მარტს. 1992 წლამდე ერქვა ალმა-ათის ოლქი და დედაქალაქი იყო ალმა-ათა. 2001 წელს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი ყაზახეთის პრეზიდენტის ბრძანებით გადაიტანეს თალდიყორღანში.
დასავლეთიდან ესაზღვრება ჟამბილის, ჩრდილოეთიდან — აღმოსავლეთი ყაზახეთის და ყარაღანდის ოლქები, აღმოსავლეთიდან — ჩინეთი, ხოლო სამხრეთიდან — ყირგიზეთი.