მანგისთაუს ოლქი (ყაზახ.Маңғыстау облысы) ყოფ. მაგიშლაყის ოლქი — ოლქი სამხრეთ-დასავლეთ ყაზახეთში. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ყაზახეთის „საზღვაო ჭიშკარი“ — აქთაუ. დაარსდა 1973 წლის 20 მარტს, გურიევის ოლქის სამხრეთი ნაწილისაგან. 1988 წელს ოლქი გაუქმდა და 1990 წელს აღდგა დღევანდელი სახელწოდებით.