არავაკები
არავაკები (ლუკაიანების სიტყვა არა-სგან რაც მცენარე მანიოკის ფქვილს აღნიშნავს) — კარიბების ზოგიერთი აბორიგენი ხალხები. ჯგუფი ეკუთვნის არავაკული ენების ოჯახს. ისინი იყვნენ პირველი მკვიდრი მოსახლეობა რომელთაც ქრისტეფორე კოლუმბი 1492 წელს ამერიკის აღმოჩენისას შეხვდა. ესპანელები მათ აღწერდნენ როგორც მშვიდობიან პრიმიტიულ ადამიანებს.[1]
არავაკები მოიცავენ: ტაინოს ხალხს, რომლებიც XVIII საუკუნემდე სანამ მათ განადგურებას დაიწყებდნენ კარიბები, სახლობდნენ მცირე ანტილის კუნძულებსა და გვადელუპაში; ლუკაიანებს რომლებიც სახლობდნენ დიდი ანტილისა და ბაჰამის კუნძულებზე; ნეპოიასა და სუპოიას ტრინიდადზე;[2][3]; ლოკონოებს და იგნერებს გაიანაში, რომლებიც სავარაუდოდ კარიბებსა და ლუკაიანებთან ერთად შეიჭრნენ მცირე ანტილების კუნძულებზე. ისინი სამხრეთი ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს დაახლოებით დღევანდელი ბრაზილიის ტერიტორიამდე იკავებდნენ.
ლიტერატურა
- Jesse, C., (2000). The Amerindians in St. Lucia (Iouanalao). St. Lucia: Archaeological and Historical Society, Castries.
- Haviser, J. B.,Wilson, S. M. (ed.), (1997). Settlement Strategies in the Early Ceramic Age. In The Indigenous People of the caribbean, Florida, Gainesville: University Press.
- Hofman, C. L., (1993). The Native Population of Pre-columbian Saba. Part One. Pottery Styles and their Interpretations. [Ph.D. dissertation], Leiden: University Leiden (Faculty of Archaeology).
- Haviser, J. B., (1987). Amerindian cultural Geography on curaçao. [Unpublished Ph.D. dissertation], Leiden: Faculty of Archaeology, Leiden University.
- Handler, Jerome S. (Jan, 1977). „Amerindians and Their Contributions to Barbadian Life in the Seventeenth Century“. The Journal of the Barbados Museum and Historical Society. no.3. Barbados: Museum and Historical Society. 33: 189–210. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)