გვადელუპა მოიცავს ხუთ კუნძულს. ესენია: ბას-ტერი, გრანდ-ტერი (გამოყოფილია ბას-ტერისაგან ვიწრო ზღვის არხით, სალტ-რივერით), ლა–დეზირადე, ლეს–დე–სენსი და მერი-გალანტი.
გვადელუპა იყოფა 2 ოლქად. ესენია: ბას-ტერი და პუენტ-ა-პირტი. თავად ოლქები იყოფიან 40 კანტონად, ხოლო კანტონები — 32 კომუნად.
2006 წელს, მშპ ერთ სულ მოსახლეზე იყო €17,338 ($21,780)[2].
დემოგრაფია
2021 წლის მონაცემების მიხედვით გვადელუპის მოსახლეობა 384 315 კაცია[3]. აქედან 19,2 % 14 წლამდე ასაკის გოგონები და 15,6 % ბიჭები არიან, 54,0 % — 15 წლიდან 60 წლამდე ასაკის ქალები და 55,8 % იმავე ასაკის კაცები, ხოლო 26,8 % — 60-ს გადაცილებული ქალბატონები და 28,6 % მამაკაცები. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში 74,91 წელია, ქალებში — 81,37 წელი, ორივე სქესის საშუალო მაჩვენებელი კი — 78,06 წელია.