არუბას ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებულია კათოლიციზმი, მისი აღმსარებელი მოსახლეობის 81 პროცენტია.
კლიმატი
არუბასათვის ცხელი, ტროპიკული კლიმატია დამახასიათებელი. მთელი წლის მანძილზე დღიური ტემპერატურა 29-40 გრადუსში მერყეობს. ქვეყანაში ვიზიტისათვის საუკეთესო დროა სექტემბრიდან დეკემბრამდე. ამ პერიოდში ნაკლებად ცხელა და გარეთ გასვლა სასიამოვნოა. არუბაში იშვიათი მოვლენაა წვიმა. ძირითადად ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში წვიმს, ისიც ღამით.
ენა
არუბას ოფიციალური ენებია ნიდერლანდური და პაპიამენტო. მათ შემდეგ პოპულარულია ესპანური და ინგლისური ენები. საგანმანათლებლო სისტემა ოფიციალურ ენაზეა დაფუძნებული.