აღდარის რაიონი (აზერ.Ağdərə rayonu) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში. მდებარეობს ყარაბაღის ქედის ტერიტორიაზე. მისი ფართობია 1 705 კმ².
დაარსდა 1930 წელს როგორც ჯერაბერტის რაიონი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში, 1939 წელს მარდაკერტის რაიონი ეწოდა. 1992–2023 წლებში მისი ტერიტორია ოკუპირებული იყო სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ. 1992 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ბრძანებით, ტერიტორია გაიყო აღდამის, ტერტერის და ქალბაჯარის რაიონებს შორის.[1] 2023 წლის დეკემბერში აღდარის რაიონი აღდგა თავის ძველ საზღვრებში.[2]