ბარიბალი, შავი დათვი (ლათ.Ursus americanus) — ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა, შემოსილია შავი ბეწვით. სხეულის სიგრძე 1,8 მ-ს აღწევს. ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში. ზამთარს ატარებს ბუნაგში. იკვებება მცენარეებით, ზოგჯერ ცხოველებით, ლეშით, თავს ესხმის შინაურ ცხოველებსაც. ზოგან სანადირო ობიექტია (იყენებენ ტყავს, ზოგჯერ ხორცსაც).