ბაღნარი
სოფელი | |
---|---|
ბაღნარი აფხ. Хышәҳа | |
| |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბაღნარი |
კოორდინატები | 43°25′41″ ჩ. გ. 40°08′48″ ა. გ. / 43.42806° ჩ. გ. 40.14667° ა. გ. |
ადრეული სახელები | ხრისტოფოროვო |
ცენტრის სიმაღლე | 230±1 მეტრი |
მოსახლეობა | 320[1] კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ბაღნარი[2][3] (აფხ. Хышәҳа[4] [ხჷშჿჰა]; ყოფ. ხრისტოფოროვო — გადაერქვა 1944 წლის 15 იანვარს[5].) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, მდინარეების სანდრიფშის და ჟეოფსის (მდინარე ხაშუფსის სათავეები) შესართავთან ახლოს. თემის ცენტრი (სოფლები: აჩმარდა, ველი, კლდეკარი, მენდელეევო). ზღვის დონიდან 230 მ, გაგრიდან 33 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
ვ. კვარჭიას ცნობით, XIX საუკუნის 30-იან წლებში იხსენიება როგორც ხისხორიფშ. აფხაზთა მუჰაჯირობის შემდეგ, 70-იან წლებში, ეს მიწები მემამულე ხრისტოფოროვს ებოძა და ხრისტოფოროვო ეწოდა. 1944 წელს გადაერქვა სახელი და ბაღნარი დაერქვა. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა ხიშვჰარიფშ//ხიშვჰა (Хышəҳарыҧшь, Хышəҳа) დაარქვეს.
დემოგრაფია
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 320 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 320 | -- | -- |
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 379.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
- ↑ 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 23.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 33.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
|