გრებეშოკი
გრებეშოკი[2][3] (აფხ. Аныхаԥсҭа[4] [ანჷხაფსთა]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ხოლოდნაია-რეჩკის თემი), გაგრის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 200 მ, გაგრიდან 6 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
დემოგრაფია
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 254 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 254 | -- | -- |
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 145.
სქოლიო
- ↑ 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 32.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 49.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
|