ბერთა

ბერთა — ქართული მონასტერი ისტორიულ საქართველოში, კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). მონასტერი დაარსდა VIII-IX საუკუნეებში, გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს. აქ შემოქჩენილი მონუმენტური ნაგებობის ნაშთი სავარაუდოს ხდის, რომ ბერთაში სასწავლებელი არსებობდა. ცნობილია ბერთის ორი ოთხთავი. ერთი (X ს.) დაცულია აშშ-ში, ქ. ნიუ-ტონში, მეორე (XII ს.), რომელიც ბეშქენ ოპიზარს ოქროჭედურ ყდაში ჩაუსვამს, — თბილისში (ხელნაწერთა ინსტიტუტი, Q — 906). ბერთაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწიგნობარი ზეკეპე ბერთელი (X ს.). კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა ბერთის მონასტერი გაძარცვეს და მეჩეთად გადააკეთეს.

ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული დაყოფით შედიოდა ლაზისტანის სანჯაყის ლივანას კაზაში. 1878 წელს ბერლინის ხელშეკრულებით გადაეცა რუსეთის იმპერიას და შევიდა ბათუმის ოლქში.[1]

ლიტერატურა

სქოლიო

  1. ფრენკელი ა., „ნარკვევები ჩურუქ-სუსა და ბათუმზე“ = Очерки Чурук-Су и Батума [1879], თბილისი, 2012. — გვ. 211.