ბორის ბეკერი
![]() ბეკერი 1994 წელს | ||||||||||
სრული სახელი | ბორის ფრანც ბეკერი | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მშობლიური სახელი | Boris Franz Becker | |||||||||
ქვეყანა (სპორტი) |
![]() ![]() | |||||||||
საცხოვრებელი ადგილი | შვიცი, შვეიცარია | |||||||||
დაიბადა |
22 ნოემბერი, 1967 ლაიმენი, დასავლეთი გერმანია | |||||||||
სიმაღლე | 191 სმ. | |||||||||
პროფესიონალი | 1984 | |||||||||
კარიერა დაასრულა | 25 ივნისი, 1999 | |||||||||
თამაში | მემარჯვენე | |||||||||
მწვრთნელ(ებ)ი |
იონ ცირიაკი გიუნტერ ბოში ბობ ბრეტი მაიკ დეპალმერი უმცროსი გიუნტერ ბრესნიკი ნიკ ბოლეტიერი | |||||||||
ფულადი პრიზი | 25,080,956 აშშ დოლარი | |||||||||
დიდების დარბაზი | 2003 (წევრის გვერდი) | |||||||||
ერთეულები | ||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 713–214 (76.91%) | |||||||||
ტიტულები კარიერაში | 49 | |||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (28 იანვარი, 1991) | |||||||||
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | ||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1991, 1996) | |||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | ნახევარფინალი (1987, 1989, 1991) | |||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (1985, 1986, 1989) | |||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1989) | |||||||||
სხვა ტურნირები | ||||||||||
ტურის ფინალი | გამარჯვება (1988, 1992, 1995) | |||||||||
დიდი სლემის თასი | გამარჯვება (1996) | |||||||||
WCT-ის ფინალი | გამარჯვება (1996) | |||||||||
ოლიმპიური თამაშები | 3რ (1992) | |||||||||
წყვილები | ||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 254–136 (65.19%) | |||||||||
ტიტულები კარიერაში | 15 | |||||||||
უმაღლესი რეიტინგი | მე-6 (22 სექტემბერი, 1986) | |||||||||
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | ||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | მეოთხედფინალი (1985) | |||||||||
გუნდური შეჯიბრები | ||||||||||
დეივისის თასი | გამარჯვება (1988, 1989) | |||||||||
ჰოპმანის თასი | გამარჯვება (1995) | |||||||||
მედლები
| ||||||||||
ბოლოს განახლდა: 16 იანვარი 2018. |
ბორის ფრანც ბეკერი (გერმ. Boris Franz Becker; დ. 22 ნოემბერი, 1967, ლაიმენი, დასავლეთი გერმანია) — გერმანელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
ბეკერს 6 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 3 უიმბლდონი, 2 ავსტრალიის ღია პირველობა და 1 აშშ-ის ღია პირველობა. 1985 წელს 17 წლის ასაკში, მან უიმბლდონი მოიგო და გახდა აღნიშნული ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული. გერმანელს ასევე 3-ჯერ აქვს მოგებული წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში მას ATP-ის 49 ტიტული აქვს ერთეულებში მოგებული. ბეკერი 12 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს.
ოლიმპირ თამაშებზე, ბეკერმა 1 ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო წყვილებში. სანაკრებო დონეზე, მან გერმანიის ნაკრებთან ერთად ორჯერ მოიპოვა დეივისის თასი.
გერმანელმა კარიერა 1999 წელს დაასრულა. 2003 წელს, ბეკერი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2013 წლის დეკემბერში, ბეკერი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი გახდა[1]. მისი დახმარებით, ჯოკოვიჩმა 6 დიდი სლემის და 14 მასტერსის ტიტული მოიგო. 2016 წლის ბოლოს ბეკერმა და ჯოკოვიჩმა დაასრულეს თანამშრომლობა[2].
სტატისტიკა და მიღწევები
დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 10 (6–4)
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1985 | უიმბლდონი (1) | ბალახი | ![]() |
6–3, 6–7(4–7), 7–6(7–3), 6–4 |
გამარჯვება | 1986 | უიმბლდონი (2) | ბალახი | ![]() |
6–4, 6–3, 7–5 |
მარცხი | 1988 | უიმბლდონი | ბალახი | ![]() |
6–4, 6–7(2–7), 4–6, 2–6 |
გამარჯვება | 1989 | უიმბლდონი (3) | ბალახი | ![]() |
6–0, 7–6(7–1), 6–4 |
გამარჯვება | 1989 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ![]() |
7–6(7–2), 1–6, 6–3, 7–6(7–4) |
მარცხი | 1990 | უიმბლდონი | ბალახი | ![]() |
2–6, 2–6, 6–3, 6–3, 4–6 |
გამარჯვება | 1991 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ![]() |
1–6, 6–4, 6–4, 6–4 |
მარცხი | 1991 | უიმბლდონი | ბალახი | ![]() |
4–6, 6–7(4–7), 4–6 |
მარცხი | 1995 | უიმბლდონი | ბალახი | ![]() |
7–6(7–5), 2–6, 4–6, 2–6 |
გამარჯვება | 1996 | ავსტრალიის ღია პირველობა (2) | ჰარდი | ![]() |
6–2, 6–4, 2–6, 6–2 |
წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 8 (3–5)
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
მარცხი | 1985 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი | ხალიჩა (დ) | ![]() |
2–6, 6–7(1–7), 3–6 |
მარცხი | 1986 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი | ხალიჩა (დ) | ![]() |
4–6, 4–6, 4–6 |
გამარჯვება | 1988 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (1) | ხალიჩა (დ) | ![]() |
5–7, 7–6(7–5), 3–6, 6–2, 7–6(7–5) |
მარცხი | 1989 | მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი | ხალიჩა (დ) | ![]() |
6–4, 6–7(6–8), 3–6, 1–6 |
გამარჯვება | 1992 | ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტი (2) | ხალიჩა (დ) | ![]() |
6–4, 6–3, 7–5 |
გამარჯვება | 1994 | ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტი | ხალიჩა (დ) | ![]() |
6–4, 3–6, 5–7, 4–6 |
გამარჯვება | 1995 | ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტი (3) | ხალიჩა (დ) | ![]() |
7–6(7–3), 6–0, 7–6(7–5) |
გამარჯვება | 1996 | ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ჰანოვერი | ხალიჩა (დ) | ![]() |
6–3, 6–7(5–7), 6–7(4–7), 7–6(13–11), 4–6 |
(დ) – დახურული კორტი
ოლიმპიური ფინალები: 1 (1–0)
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
გამარჯვება (ოქრო) | 1992 | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1992 (1) | თიხა | ![]() |
![]() ![]() |
7–6(7–5), 4–6, 7–6(7–5), 6–3 |
იხილეთ აგრეთვე
- ბეკერი–ედბერგის მეტოქეობა
რესურსები ინტერნეტში
- ბორის ბეკერი Facebook-ზე
- ბორის ბეკერი Twitter-ზე
- ბეკერი ATP-ის ოფიციალურ საიტზე
- ბეკერი ITF-ის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2017-01-06 საიტზე Wayback Machine.
- ბეკერი დეივისის თასის ოფიციალურ საიტზე
- ბეკერი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზის ოფიციალურ საიტზე
სქოლიო
- ↑ „Novak Djokovic appoints Boris Becker as head coach“. bbc.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
- ↑ „Novak Djokovic splits with coach Boris Becker after three years“. bbc.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
|
|
|
|