განდის მშვიდობის პრემია
განდის მშვიდობის პრემია (ინგლ. Gandhi Peace Prize) — სამშვიდობო პრემია, რომელსაც სახელი ეწოდა მაჰათმა განდის პატივსაცემად. გასცემს ინდოეთის მთავრობა.
1995 წელს, ინდოეთის მთავრობამ, განდის იდეების პატივისცემის ნიშნად, მისი დაბადების 125-ე წლისთავთან დაკავშირებით დააწესა აღნიშნული პრემია. ეს არის ყოველწლიური ჯილდო, რომელიც გადაეცემა პიროვნებებსა და და ინსტიტუტებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში აქტიურად იყენებენ განდის მეთოდებს. ჯილდოს ტანხა შეადგენს 140 000 დოლარს ნაღდი ანგარიშსწორებით. იგი გადაეცემა ნებისმიერ პირს, ეროვნების, რასის, სარწმუნოების ან სქესის მიუხედავად.
ჟიურის შემადგენლობაში შედის ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციის ლიდერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ლოკ-საბჰას ლიდერი და კიდევ ერთი ცნობილი ადამიანი. ჟიური განუხილავს შემოსულ განცხადებებს. თუ ჟიური მიიჩნევს, რომ არცერთი წინადადება არაა საკმარისი პრემიის გასაცემად, უფლებამოსილია იმ წლისათის არ გასცეს პრემია. 2016-2012 წლებში პრემია არ გაცემულა. ჟიური კონკრეტული პიროვნების თი ინსტიტუტის მიღწევას განიხილავს უკანასკნელი 10 წლის პერიოდში. თუკი განსახილველია წერილობითი ნაშრომი, იგი აუცილებლად გამოქვეყნებული უნდა იყოს.[1]
ლაურეატები
აღნიშნავს თანამფლობელებს |
№ | წელი | ლაურეატი | ფოტო | დ. / გ. | ქვეყანა | აღწერა |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 1995 | ჯულიუს ნიერერე[2] | ![]() |
1922–1999 | ![]() |
ჯულიუს კამბარაჯე ნიერერე იყო ტანზანიელი პოლიტიკოსი, ჯერ ტანგანიიკისა და შემდეგ ტანზანიის ლიდერი 1960-1985 წლებში. |
2 | 1996 | აჰანგამაჯე ტუდორ არიარატნე[2] | ![]() |
დ. 1931 | ![]() |
სარვოდაია შრამადანას მოძრაობის დამფუძნებელი |
3 | 1997 | გერჰარდ ფიშერი[3][4] | 1921–2006 | ![]() |
გერმანელი დიპლომატი, კეთრისა და პოლიომიელიტის წინააღმდეგ ბრძოლისათვის | |
4 | 1998 | რამაკრიშნას საზოგადოება[2] | დაახლ. 1897 | ![]() |
დაარსდა ვივეკანანდას მიერ სოციალურად დაუცველი ჯგუფების სოციალური კეთილდღეობის, შემწყნარებლობისა და არაძალადობის ხელშეწყობის მიზნით. | |
5 | 1999 | ბაბა ამტე[5][2] | 1914–2008 | ![]() |
სოციალური მუშაკი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია თავისი საქმიანობით კეთრით დაავადებული ღარიბი ადამიანების რეაბილიტაციისა და გაძლიერების საქმეში | |
6 | 2000 | ნელსონ მანდელა[2] | ![]() |
1918-2013 | ![]() |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი[2] |
გრამინ ბანკი | დაახლ. 1983 | ![]() |
დააარსა მუჰამედ იუნუსმა | |||
7 | 2001 | ჯონ ჰიუმი[1][2] | ![]() |
1937–2020 | ![]() |
ჩრდილოეთ ირლანდიელი პოლიტიკოსი, ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესის ხელმძღვანელი ფიგურა |
8 | 2002 | ბჰარატია ვიდია ბჰავანი[2] | დაახლ. 1938 | ![]() |
საგანმანათლებლო საზოგადოება, რომელიც წინა პლანზე აყენებს ინდურ კულტურას | |
9 | 2003 | ვაცლავ ჰაველი[6][7] | ![]() |
1936–2011 | ![]() |
ჩეხოსლოვაკიის ბოლო და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი |
10 | 2004 | კორეტა სკოტ კინგი[2] | ![]() |
1927–2006 | ![]() |
ადამიანის უფლებათა აქტივისტი. |
11 | 2005 | დეზმონდ ტუტუ[8] | ![]() |
დ. 1931 | ![]() |
სამხრეთ-აფრიკელი სასულიერო მოღვაწე და აქტივისტი, რომელმაც სახელი გაითქვა 1980-იან წლებში, როგორც აპართეიდის ოპონენტმა. |
12 | 2013 | ჩანდი პრასად ბჰატი[9][10] | ![]() |
დ. 1934 | ![]() |
გარემოსდამცველი, სოციალური აქტივისტი და ჩიპკოს მოძრაობის პიონერი |
13 | 2014 | ISRO[11] | ![]() |
est. 1969 | ![]() |
ინდოეთის მთავრობის კოსმოსური სააგენტო. |
14 | 2015 | ვივეკანანდა კენდრა[12] | დაახლ. 1972 | ![]() |
ინდუისტური სასულიერო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია სვამი ვივეკანანდას მიერ ქადაგებულ პრინციპებზე. | |
15 | 2016 | Akshaya Patra Foundation | დაახლ.2000 | ![]() |
არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს სასკოლო სადილის პროგრამას ინდოეთში | |
Sulabh International | დაახლ. 1970 | ![]() |
სოციალური მომსახურების ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის, ენერგიის არატრადიციული წყაროების, ნარჩენების მართვისა და სოციალური რეფორმების ხელშეწყობაზე განათლების გზით. | |||
16 | 2017 | Ekal Vidyalaya | ![]() |
ორგანიზაცია, რომელსაც წვლილი შეაქვს შორეულ რეგიონებში მცხოვრები სოფლის და ტომების ბავშვების განათლების უზრუნველყოფაში. | ||
17 | 2018 | იოჰეი სასაკავა | ![]() |
დ. 1939 | ![]() |
კეთრის აღმოფხვრაში შეტანილი წვლილისთვის როგორც ინდოეთში, ისე მთელს მსოფლიოში.[13] |
18 | 2019 | ქაბუს ბინ საიდ ალ საიდი | ![]() |
1940-2020 | ![]() |
სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტრანსფორმაცაში წვლილის შეტანისთვის არაძალადობრივი და განდის სხვა მეთოდებით.[14] |
19 | 2020 | მუჯიბურ რაჰმანი | ![]() |
1920-1975 | ![]() |
სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტრანსფორმაცაში წვლილის შეტანისთვის არაძალადობრივი და განდის სხვა მეთოდებით.[15] |
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Press Information Bureau Website Retrieved 4 November 2006.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 International Gandhi Peace Prize. ციტირების თარიღი: 15 November 2010
- ↑ President Confers Gandhi Peace Prize 1997 on Dr.Gerhard Fischer of Germany. Press Information Bureau, Government of India (5 January 1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი 2021.
- ↑ Radhakrishnan, R.K. (5 July 2006). „Gerhard Fischer passes away“. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 სექტემბერი 2008. ციტირების თარიღი: 24 February 2009.
- ↑ Narmada.org დაარქივებული 11 January 2011 საიტზე Wayback Machine. Retrieved 4 November 2006.
- ↑ PIB Press Release – President to confer the Gandhi Peace Prize to Mr. Vaclav Havel. pib.mic.in. Government of India Press Information Bureau (2 January 2004). ციტირების თარიღი: 15 November 2010
- ↑ PIB Press Release – Gandhi Peace Prize conferred on Mr. Vaclav Havel. pib.mic.in. Government of India Press Information Bureau (5 January 2004). ციტირების თარიღი: 15 November 2010
- ↑ Tutu to be honoured with Gandhi Peace Award Retrieved 11 November 2008.
- ↑ Joshua, Anita (1 March 2014). „Gandhi Peace Prize for Chipko pioneer, founded Dasholi Swarajya Gram Sangh“. The Hindu. ციტირების თარიღი: 3 March 2014.
- ↑ Singh, Kautilya (1 March 2014). „Gandhi Peace Prize for Chandi Prasad Bhatt“. The Times of India. ციტირების თარიღი: 3 March 2014.
- ↑ ISRO gets Gandhi Peace Prize for 2014. ციტირების თარიღი: 22 April 2015
- ↑ „Centre Announces Winners Of Gandhi Peace Prize For 2015-2018“. ndtv. 17 January 2019. ციტირების თარიღი: 17 January 2019.
- ↑ Japan’s Sasakawa Yōhei Wins International Gandhi Peace Prize for Hansen’s Disease Work (25 January 2019).
- ↑ Gandhi Peace Prize for the Year 2019 announced. PIB (22 March 2021).
- ↑ Gandhi Peace Prize for the Year 2020 announced. PIB (22 March 2021).