ჩეხეთი
ჩეხეთის რესპუბლიკა Česká republika ჩეხეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „Pravda vítězí“ | ||||||
ჰიმნი: Kde domov můj |
||||||
![]() |
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | პრაღა 50°05′ ჩ. გ. 14°28′ ა. გ. / 50.083° ჩ. გ. 14.467° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ჩეხური | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | პეტრ პაველი | ||||
- | პრ.-მინისტრი | პეტრ ფიალა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 78 871 კმ2 (117-ე) | ||||
- | წყალი (%) | 2,16 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2024 შეფასებით | 10 897 237[1] | ||||
- | 2011 აღწერა | 10 436 560 | ||||
- | სიმჭიდროვე | 138 ად კაცი/კმ2 (93-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2024 შეფასებით | |||||
- | სულ | $342,992 მილიარდი[2] (47-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $31 365[2] (38-ე) | ||||
აგი (2022) | 0,895[3] (ძალიან მაღალი) (32-ე) | |||||
ვალუტა | ჩეხური კრონა (CZK ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | CZE | |||||
Internet TLD | .cz1 | |||||
სატელეფონო კოდი | 420 | |||||
1ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი. |
ჩეხეთის რესპუბლიკა (ჩეხ. Česká republika; მოკლე სახელი ჩეხეთი, Česko)[4] — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება პოლონეთი, დასავლეთით — გერმანია, სამხრეთით — ავსტრია და აღმოსავლეთით — სლოვაკეთი.[5] ჩეხეთის მთლიან ტერიტორიაზე ვხვდებით მთიან ლანდშაფტებს (ფართობი 78,866 კმ2), რომელიც უმეტესად ხასიათდება ზომიერი კონტიტენტური და ოკეანური კლიმატით. არის უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა 10,89 მილიონი მცხოვრებით. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია პრაღა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1,38 მილიონ ადამიანს შეადგენს; სხვა ძირითადი ქალაქებია ბრნო, ოსტრავა, ოლომოუცი და პლზენი.
ჩეხეთი არის განვითარებული ქვეყანა, მოწინავე, მაღალი შემოსავლის მქონე სოციალური საბაზრო ეკონომიკით.[6][7][8] არის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო ევროპული სოციალური მოდელით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემითა და უფასო-საუნივერსიტეტო განათლებით. იგი UN-ის ადამიანის განვითარების ინდექსით არის მსოფლიოს მე-13 ქვეყანა, ხოლო მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსით - მე-14 ქვეყანა (უკანასკნელში დგას ისეთ სახელმწიფოებზე წინ, როგორებიცაა აშშ, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი). აგრეთვე არის მსოფლიოში რიგირთ მე-11 ყველაზე უსაფრთხო და მშვიდობიანი ქვეყანა, სადაც დემოკრატიული მმართველობა კარგად ფუნქციონირებს.
სახელწოდება
- ოფიციალური: ჩეხეთის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Čechy; Česká republika.
- ეტიმოლოგია: წარმოსდგება ძირითად მოსახლეთა ეთნონიმისაგან. ლათინური სახელი Bohemia, ისევე როგორც გერმანული Böhmen ეწოდა კულტური ტომების ბოიების მიხედვით, რომლებიც აქ ძვ. წ. II საუკუნიდან ცხოვრობდნენ.
ისტორია
არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით დღევანდელი ჩეხეთის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში სახლობდა. აქ ძვ.წ III საუკუნეში კელტური ტომის ბოის მიგრაციამ დასაბამი მისცა გეოგრაფიულ სახელწოდება ბოჰემიას. ბოის ხალხმა დღევანდელი პრაღის ტერიტორიაზე საფორთეფიკაციო დასახლება ოპიდუმი დაარსა.[9] მოგვიანებით, ჩვენი წელთაღრიცხვით I საუკუნეში აქ გერმანული ხალხები მარკომანები და კვადები დასახლდნენ. ჩვენი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში ციმბირის მხრიდან შემოჭრილმა ხალხებმა ჰუნებმა, ხუნძებმა, ბულგარებმა და უნგრელებმა შავი ზღვისა და კარპატების მთებში მცხოვრები სლავები დასავლეთით განდევნეს. ამ დროიდან იწყება ჩეხეთის თანამედროვე ტერიტორიის სლავებით დასახლება. ჩეხეთის სახელმწიფო ჩამოყალიბდა VIII საუკუნეში, როგორც დიდი მორავიის იმპერიის ბოჰემიის საჰერცოგო. დიდმა მორავიამ მისი განვითარების პიკს IX საუკუნეში, მოიმირების დინასტიის მმართველობის ხანაში მიაღწია. 1002 წელს საჰერცოგო ოფიციალურად აღიარეს როგორც საღვთო რომის იმპერიის საიმპერიო სახელმწიფო, ხოლო 1198 წელს გახდა ბოჰემიის სამეფო, რომელმაც ტერიტორიულ მაქსიმუმს XIV-XVII საუკუნეებში მიაღწია.[10][11] XIV-XVII საუკუნეებში პრაღა წარმოადგენდა საიმპერატორო ქალაქს. XV საუკუნის ბოჰემურმა რეფორმამ გამოიწვია ჰუსიტური ომები, რაც კონფესიური პლურალიზმისა და რელიგიური ტოლერანტობის პერიოდით დასრულდა.
1526 წელს მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ, ბოჰემური გვირგვინის მიწები მთლიანად ჰაბსბურგთა მონაქრიამ შეიერთა. პროტესტანტების ბოჰემის აჯანყებამ (1618-20) კათოლიკე ჰაბსბურგების წინააღმდეგ სათავე დაუდო ოცდაათწლიან ომს. თეთრი მთის ბრძოლის შემდეგ, ჰაბსბურგებმა გააძლიერეს თავიანტი მმართველობა, გადააკეთეს კათოლიციზმი და დაიწყეს გერმანიზაციის პოლიტიკის გატარება. 1806 წელს წმინდა რომის იმპერიის დაშლის შედეგად ჩეხური მიწები ავსტრიის იმპერიის ნაწილი გახდა. მეორეხარისხოვანმა და ჩაგრულმა ჩეხურმა (ბოჰემურმა) ენამ და ლიტერატურამ გამოღვიძების ხანა XVII საუკუნეში დაიწყო. XIX საუკუნეში ჩეხეთის ტერიტორიები ინდუსტრიულ მიწებად იქცა და შემდგომში წარმოადგენდა 1918 წელს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შედეგად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ჩამოყალიბებული ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის ცენტრს.[12] პირველი ომის შემდეგ პერიოდში, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის, მხოლოდ ჩეხოსლოვაკიაში იყო დამყარებული დემოკრატია.[13] თუმცა, 1938 წლის დასაწყისში, ნაცისტურმა გერმანიამ ჩეხეთის მიწები დაიპყრო, ხოლო სლოვაკეთი გახდა გერმანიის მარიონეტული სახელმწიფო. ჩეხეთი 1945 წელს აღდგა. ომის შემდეგ გერმანულენოვანი უმცირესობათა ჯგუფები ქვეყნიდან განდევნეს. 1946 ჩატარდა არჩევნები, რომელიც ხმათა უმრავლესობით ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურმა პარტიამ მოიგო და 1948 წლის გადატრიალების შემდეგ (1948 coup d'état) მათ ჩამოაყალიბეს ერთპარტიული კომუნისტური სახელმწიფო, რომელიც საბჭოთა მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული. ჩეხოსლოვაკია სოციალისტურ სახელმწიფოდ დარჩა 1989 წლის ხავერდოვან რევოლუციამდე; აღნიშნულმა რევოლუციამ კომუნისტური მმართველობა მშვიდობიანად დაასრულა და აღადგინა დემოკრატია ქვეყანაში. 1993 წლის 1 იანვარს ჩეხოსლოვაკია მშვიდობიანად დაიშალა ორ, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, სახელმწიფოდ. ჩეხეთის რესპუბლიკა ნატოს შეუერთდა 1999 წელს, ხოლო ევროკავშირს - 2004 წელს. აგრეთვე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს წევრი.
გეოგრაფია

მდებარეობს ჩრდილოეთის განედის 48° და 51° პარალელებსა და აღმოსავლეთ გრძედის 12° და 19° მერიდიანებს შორის, ცენტრალურ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: პოლონეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, გერმანია. ფართობი - 78 871 კმ². ჩეხეთის საზღვრების სიგრძე 2 145 კილომეტრია. ქვეყანას ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი გერმანიასთან აქვს (810კმ.), მეორე ადგილზეა პოლონეთი (681კმ.), მესამეზე ავსტრია (402კმ.) და ყველაზე მოკლე (252კმ.) საზღვარი ქვეყანას სლოვაკეთთან აქვს.[14]
ჩეხეთის ლანდშაფტი ძალიან მრავალფეროვანია. ქვეყნის დასავლეთით მდებარე ბოჰემია მოიცავს მდინარე ელბისა და ვლტავას ბასეინს; უმეტესად შემოსაზღვრულია დაბალი მთებით (მაგალითად, სუდეტებითა და კრკონოშით). ქვეყნის უმაღლესი წერტილი, სნეჟკა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1,603 მეტრი სიმაღლეზე, სწორედ აღნიშნულ რეგიონში მდებარეობს. მორავია, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი, არის აგრეთვე საკმაოდ მთიანი ტერიტორია.
ჩეხეთის რესპუბლიკიდან წყალი მიედინება სამ სხვადასხვა ზღვაში: ჩრდილოეთის ზღვაში, ბალტიის ზღვასა და შავ ზღვაში. ჩეხეთის მფლობელობაშია აგრეთვე მოლდაუჰაფენი, 30,000 მ2 ფართობის ლოტი ჰამბურგის ნავსაშენში. აღნიშნული ტერიტორია ქვეყანას მიენიჭა ვერსალის ხელშეკრულების 363-ე მუხლით და მიზანი იყო ის, რომ ზღვაზე გასასვლელი არმქონე ქვეყნისთვის მიენიჭებინათ სატრანსპორტო ადგილი, რათა მდინარიდან დატვირთულ გემებს ზღვაში გასვლა შესძლებოდათ. ტერიტორია გერმანიას 2028 წელს უბრუნდება.
ჩეხეთის რესპუბლიკაში ვხვდებით ოთხ ეროვნულ პარკს. მათ შორის ყველაზე ძველია კრკონოშეს ეროვნული პარკი; დანარჩენებია: შუმავის ეროვნული პარკი, პოდიის ეროვნული პარკი და ჩეხეთის შვეიცარია.
კლიმატი


ჩეხეთის რესპუბლიკა ძირითადად ხასიათდება კონტინენტური კლიმატით, თბილი ზაფხულითა და ცივი, ღრუბლიანი და თოვლიანი ზამთრით. გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ტემპერატურის სხვაობა ზაფხულსა და ზამთარში საკმაოდ მაღალია.[15]
სიმაღლის მიხედვით, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ვხვდებით განსვავებულ ტემპერატურებს. ზოგადად, უფრო მაღალ სიმაღლეებზე ტემპერატურები მცირდება და ნალექების რაოდენობა იზრდება. ჩეხეთში ყველაზე მეტი ნალექსი სოფელ ბალი-პოტოკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოდის და წელიწადში 1 500 მილიმეტრს აჭარბებს, ხოლო ყველაზე მშრალი ადგილი - პრაღის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ლოუნის რაიონიში მდებარეობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მთების განაწილება, რაც, შესაბამისად, იწვევს კლიმატის მრავალფეროვნებას ქვეყანაში.
ქვეყნის უმაღლეს წერტილ სნეჟკაზე საშუალო ტემპერატურა —0.4°C-ია, ხოლო ქვეყნის უდაბლეს ადგილზე +10°C. ქვეყნის დედაქალაქი პრაღა მსგავსი საშუალო ტემპერატურით ხასიათდება, თუმცა მასზე გავლენას ახდენს ქალაქისთვის დამახასიათებელი (ურბანული) ფაქტორები.
ჩვეულებრივ, ყველაზე ცივი თვე იანვარია (შემდეგ მოსდევს თებერვალი და დეკემბერი). აღნიშნული თვეების განმავლობაში, მთებში ძირითადად თოვს; თოვლი აგრეთვე მოსალოდნელია დიდ ქალაქებსა და დაბლობებშიც. მარტში, აპრილსა და მაისში, ჩვეულებრივ, ტემპერატურა მაღალი სისწრაფით იმატებს, განსაკუთრებით აპრილში, როცა ტემპერატურა და ამინდი დღის განმავლობაში ხშირად იცვლება. გაზაფხულის პერიოდში, თოვლის დნობის გამო, მდინარეები შედარებით უხვწყლიანია.
ყველაზე ცხელი თვე ივლისია (შემდეგ მოსდევს აგვისტო და ივნისი). საშუალოდ, ზაფხულის დღის ტემპერატურები 20-30°C-ია.
შემოდგომა ჩვეულებრივ იწყება სექტემბრით, რომელიც საკმაოდ თბილი და მშრალი თვეა. ოქტომბრის განმავლობაში ტემპერატურა 15 ან 10°C-მდე ეცემა. ამ პერიოდში ფოთლოვანი ტყეები ფოთოლცვენას იწყებენ. ნოემბრის ბოლოსკენ ტემპერატურა უკვე თითქმის ყინვის ნიშნულამდე ეცემა.
ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც ოდესმე ჩეხეთის ტერიტორიაზე დაფიქსირებულა, არის —42.9°C (დაფიქსირდა 1929 წელს, ჩესკე-ბუდეიოვიცეში), ხოლო ყველაზე მაღალი +40.4°C (დაფიქსირდა 2012 წელს, დობრიჩოვში).[16] წვიმებს უმეტესად ზაფხულში ვხვდებით.
სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა: საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი პეტრ პაველი (2023).
- მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა (2021).
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (81+200 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: 13 მხარე (kraj) და დედაქალაქი (hlavni mesto).
ჩეხეთი მრავალპარტიული საპარლამენტო წარმომადგენლობითი რესპუბლიკაა. ქვეყნის პარლამენტი ორპალატიანია, ქვედა პალატას დეპუტატთა პალატა (ჩეხ. Poslanecká sněmovna, 200 წევრი) ეწოდება ხოლო ზედა პალატას სენატი (ჩეხ. Senát, 81 წევრი). დეპუტატთა პალატის წევრებს 4 წლის ვადით პროპორციული წესით ირჩევენ, პარლამენტის ქვედა პალატაში მოსახვედრად 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაძლევაა საჭირო. საარჩევნო ოლქები ქვეყნის ადმინისტრაციულ დაყოფას ემთხვევა და ჯამში 14 რეგიონშია გადანაწილებული (13 მხარე და 1 დედაქალაქი). სენატის წევრები აირჩევიან სპეციალურად შექმნილ ერთმანდატიან ოლქებში ორტურიანი კენჭისყრის მეშვეობით, 6 წლის ვადით. სენატის წევრთა მესამედის არჩევნები ყოველი ლუწი წლის შემოდგომაზე იმართება. ანუ ყოველ მეორე წელს შესაძლებელია სენატის წევრთა მესამედის ჩანაცვლება.
ჩეხეთის პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური შეზღუდული და კონკრეტული უფლებამოსილებებით. ის ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ასევე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. 1993 წლიდან 2012 წლამდე ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აირჩეოდა პარლამენტის ერთობლივი სესიის მიერ ხუთწლიანი ვადით, არაუმეტეს ორი ზედიზედ ვადით არჩევის უფლებით (ვაცლავ ჰაველი და ვაცლავ კლაუსი ორივე ორჯერ აირჩიეს). 2013 წელს ეს წესი შეიცვალა და ამჟამად პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით, არჩევნების გზით ხდება. ზოგიერთის აზრით პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის შემოღებით, ჩეხეთის რესპუბლიკა საპარლამენტო სისტემას დაშორდა და ნახევრად საპრეზიდენტო სისტემაზე გადავიდა.[17]
ადმინისტრაციული დაყოფა
საავტომობილონომრების ინდექსები | რეგიონის სახელი ქართულად |
რეგიონის სახელი ჩეხურად |
ადმინისტრაციული ცენტრი |
მოსახლეობა (2004 წელს) |
მოსახლეობა (2010 წელს) |
---|---|---|---|---|---|
A | ![]() |
Hlavní město Praha | n/a | 1 170 571 | 1 251 072 |
S | ![]() |
Středočeský kraj | პრაღა | 1 144 071 | 1 256 850 |
C | ![]() |
Jihočeský kraj | ჩესკე-ბუდეიოვიცე | 625 712 | 637 723 |
P | ![]() |
Plzeňský kraj | პლზენი | 549 618 | 571 831 |
K | ![]() |
Karlovarský kraj | კარლოვი-ვარი | 304 588 | 307 380 |
U | ![]() |
Ústecký kraj | უსტი-ნად-ლაბემი | 822 133 | 835 814 |
L | ![]() |
Liberecký kraj | ლიბერეცი | 427 563 | 439 458 |
H | ![]() |
Královéhradecký kraj | ჰრადეც-კრალოვე | 547 296 | 554 370 |
E | ![]() |
Pardubický kraj | პარდუბიცე | 505 285 | 516 777 |
M | ![]() |
Olomoucký kraj | ოლომოუცი | 635 126 | 641 555 |
T | ![]() |
Moravskoslezský kraj | ოსტრავა | 1 257 554 | 1 244 837 |
B | ![]() |
Jihomoravský kraj | ბრნო | 1 123 201 | 1 152 819 |
Z | ![]() |
Zlínský kraj | ზლინი | 590 706 | 590 527 |
J | ![]() |
Kraj Vysočina | იიჰლავა | 517 153 | 514 805 |
დემოგრაფია
2015 წლის მონაცემებით, შობადობის საერთო მაჩვენებელი იყო 1.57 ბავშვი/ქალზე, რაც 2.1-ის მიხედვით ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში.[18] ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი მოსახლეობა: საშუალო ასაკი 42.5 წელია.[19] 2013 წელს სიცოცხლის საშუალო ხანრგძლოვობა შეადგენდა 77.56 წელია (74.29 წელი კაცებში, ხოლო 81.01 წელი - ქალებში).[20] 2007 წელს ემიგრაციამ მოსახლეობა თითქმის 1%-ით გაზარდა. ჩეხეთში ემიგრაციით წლიურად დაახლოებით 77,000 ადამიანი შედის.[21] ვიეტნამელმა ემიგრანტებმა ჩეხეთის რესპუბლიკაში დასახლება დაიწყეს კომუნისტურ პერიოდში, როცა ისინი ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ ქვეყანაში სტუმრად მიიწვია.[22] 2009 წელს, ჩეხეთში დაახლოებით 90,000 ვიეტნამელი ცხოვრობდა.[23] თავიდან სტუმრად ჩამოსულ ვიეტნამელთა დიდმა ნაწილმა ქვეყანაში საცხოვრებლად დარჩენა გადაწყვიტა.[24]
2011 წლის აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობა შემდეგნაირად ნაწილდება: ჩეხები (63.7%), მორავები (4.9%), სლოვაკები (1.4%), პოლონელები (0.4%), გერმანელები (0.2%) და სელიზიანები (0.1%). ვინაიდან გამოკითხვისას „ეროვნება“ არასავალდებულო გრაფა იყო, ხალხის დიდმა ნაწილმა (26.0%) ეს ველი ცარიელი დატოვა.[25] იგივე აღწერის მიხედვით, ჩეხეთის რესპუბლიკაში დაახლოებით 250,000 ბოშა ცხოვრობს.[26][27] ქვეყანაში პოლონელები ძირითადად ზოლზის რეგიონში ცხოვრობენ.[28]
ჩეხეთის სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, 2016 წელს ქვეყანაში ცხოვრობდა 496,413 (მოსახლეობის 4.5%) უცხოელი. მათ შორის უდიდეს საზოგადოებებს ქმნიან უკრაინული (22%), სლოვაკური (22%), ვიეტნამური (12%), რუსული (7%) და გერმანული (4%) ჯგუფები. უცხოელთა დიდი ნაწილი ცხოვრობს პრაღასა (37.3%) და ცენტრალური ბოჰემიის რეგიონში (13.2%).[29]
რელიგია
ჩეხეთის რესპუბლიკას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად რელიგიური მოსახლეობა ჰყავს; აქ მცხოვრებთა დაახლოებით 75%[30]-79%[31] მონაწილეობას არ იღებს რელიგიურ გამოკითხვებში, ხოლო ნამდვილ ათეისტთა წილით (30%) ჩეხეთი მხოლოდ ჩინეთსა (47%) და იაპონიას (31%) ჩამორჩება.[32] ჩეხ ხალხს ისტორიულად ახასიათებდნენ, როგორც „ტოლერანტებსა და რელიგიის მიმართ გულგრილებს“.[33]
2011 წლის გამოკითხვაში მოსახლეობის 34%-მა განაცხადა, რომ აქ იყო რელიგიის მიმდევარი; 10% კათოლიკე იყო, 0.8% - პროტესტანტი. მოსახლეობის 45%-მა არ უპასუხა კითხვას, თუ რომელ რელიგიას აღიარებდა იგი.[34] 1991 წლიდან 2001 წლამდე და შემდეგ 2011 წლამდე კათოლიციზმის მიმდევრები შემცირდა ჯერ 39%-დან 27%-მდე, შემდეგ კი 10%-მდე;[35] სავარაუდოდ, მუსლიმი მოსახლეობა 20,000-ს შეადგენს, რაც ჩეხეთის მოსახლეობის 0.2%-ია.[36]
განათლება
ჩეხეთში სავალდებულო განათლება მოიცავს 9 წელს; შემდეგ მოქალაქეებს საშუალება აქვთ მიიღონ უმაღლესი განათლება უფასოდ (განათლების მიღების საშუალო დრო 13.1 წელია).[37] გარდა ამისა, ჩეხეთის რესპუბლიკას, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქვს უფრო თანაბარი საგანმანათლებლო სისტემა.[37] კარლის უნივერსიტეტი, რომელიც 1348 წელს დაარსდა, იყო პირველი უნივერსიტეტი ცენტრალურ ევროპაში. ქვეყანაში სხვა ძირითად უნივერსიტეტებში შედის: მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, პალასკის უნივერსიტეტი, საშემსრულებლო ხელოვნების აკადემია და ეკონომიკის უნივერსიტეტი.
ეკონომიკა

- რესურსები — ქვანახშირი, თიხა, გრაფიტი, საშენი ხე-ტყე.
- ერთობლივი ეროვნული პროდუქტი — 54 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 5 560 $.
- ექსპორტი — მანქანათმშენებლობის პროდუქცია, სატრანსპორტო მოწყობილობანი, ქიმიკატები, რკინა, ფოლადი, მინა.
- ვალუტა — ჩეხური კრონა (CZK);
კულტურა
მუსიკა
მუსიკა ჩეხეთის რესპუბლიკაში უკვე 1000 წელზე მეტია არსებობს, რომელიც მოდის X საუკუნის ბოლოდან. ტრადიციური ფოლკლორული მუსიკა ბოჰემიის, მორავიის და სილესიასი ითვლება უმაღლესი კულტურის კლასიკურ მუსიკად. ცნობილი ჩეხი კომპოზიტორები არიან: ადამ მიჩნა, ჟან დისმასი ზელენკა, იოსეფ მისლივეჩეკი, ბედრიხ სმეტანა, ლეოს იანაჩეკი, ანტონინ დვორაკი, იოსეფ სუკი, ბოჰუსლავ მატინუ, ერვინ შულჰოფი და პეტრ ებენი. ყველაზე ცნობილი მუსიკალური ფესტივალია - გაზაფხული პრაღაში, რომელიც 1946 წლიდან მოყოლებული ტარდება.
თეატრი
ჩეხეთის რესპუბლიკის თეატრს მდიდარი ტრადიციები აქვს მოყოლებული შუა საუკუნეებიდან. XIX საუკუნეში, ქვეყნის გამოღვიძებისთვის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თეატრმა და ასევე შემდგომ პერიოდში, სადაც XX საუკუნეში გახდა მოდერნიზებული ევროპული თეატრის ნაწილი.
სპორტი
სპორტული ცხოვრება არის ბევრი ჩეხი მცხოვრების ნაწილი, რომელიც ძირითადად ქომაგობაში გამოიხატება. ორი ძირითადი სპორტი არის გამორჩეული ჩეხეთის რესპუბლიკაში - ფეხბურთი და ყინულის ჰოკეი, სადაც ორივე მათგანს ააქვს უმაღლესი და ამავე დროს თანაბარი დასწრება სტადიონებზე, ასევე მედიის ერთნაირი ყურადღება. ჩოგბურთი ასევე დიდი ყურადღების ცენტრშია ჩეხეთის რესპუბლიკაში. ასევე ბევრი სხვა სპორტის სახეობაა ჩეხეთში ნორმალურ დონეზე განვითარებული: კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი. ჩეხეთის ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მოიგო ოქროს მედალი 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ასევე ნაკრებმა შეძლო 6 მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, მათ შორის 1999-2001 წლებში გადაბმულად.
სპორტი ერთ-ერთ პატრიოტიზმის ნიშანია ჩეხეთში, სადაც ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე ემზადებიან. ივენთებში იგულისხმება: მსოფლიო ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიშო, ოლიმპიური თამაშები ყინულის ჰოკეიში, უეფას ჩემპიონთა თასი, ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი. ყურადღება ძირითადად მაინც გადანაწილებულია ყინულის ჰოკეიზე და ფეხბურთზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნაკრები ფეხბურთში მის მეტოქე გერმანიას ან ჰოლანდიის ნაკრებს ხვდება, ასევე რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, ამერიკის ან კანადის ნაკრებს ხვდება ყინულის ჰოკეიში, ასევე სლოვაკეთის ნაკრებთან ორივე სპორტში. თამაშები კი გერმანიასა და რუსეთს შორის, დამატებით მეტოქეობის ელემენტებს ასევე ისტორიული პოლიტიკური მხარეებითაც ატარებს.
მემკვიდრეობა

- პრაღა — ისტორიული ცენტრი (XIII — XVII სს.), კარლის ხიდი (XIV ს.), პრაღის ციხესიმაგრე (IX ს.), წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარი (XIV ს.), რატუშა XIV ს.;
- ბრნო — წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარი (XV ს.), რატუშა (XVI ს.);
- პლზენი — წმინდა ბართლომეს ეკლესია (XIII ს.), რატუშა (XVI ს.);
- ჩესკი-კრუმლოვი — ისტორიული ცენტრი;
- კუტნა-ჰორა — შუა საუკუნეების ვერცხლის ქალაქი;
- ტელჩი — ძველი ქალაქი.
ცნობილი ჩეხები
- პოლიტიკოსები — გუსტავ ჰუსაკი, ვაცლავ ჰაველი;
- მწერლები — კარელ ჩაპეკი, იაროსლავ ჰაშეკი;
- კომპოზიტორები — ანტონინ დვორჟაკი, ბედრჟიხ სმეტანა;
- რეჟისორი — მილოშ ფორმანი;
- სპორტსმენები — ემილ ზატოპეკი (მძლეოსნობა), ვერა ჩასლავსკა (ტანვარჯიში), ვერა მენჩიკი (ჭადრაკი), ივან ლენდლი, მარტინა ნავრატილოვა, იანა ნოვოტნა, მარტინა ჰინგისი (ყველა ჩოგბურთი); იარომირ იაგრი (ჰოკეი).
ჩეხეთთან არის დაკავშირებული მადლენ ოლბრაიტის (აშშ-ს სახელმწიფო მდივანი), ზიგმუნდ ფროიდის, ფრანც კაფკას, ვილჰელმ სტეინიცის (მოჭადრაკე) სახელები.
გალერეა
-
პრაღის ასტრონომიული საათი, რომელიც არის უძველესი მუშა ასტრონომიული საათი მსოფლიოში
-
კარლსტეინის ციხესიმაგრე ცენტრალურ ბოჰემიანის რეგიონში, რომელიც დაარსებული იქნა 1348 წელს ჩარლზ IV-ს მიერ
-
მარიანსკე ლაზნე, სპა სოფელი კარლოვი ვარის რეგიონში
-
ჩეხეთის კრუმლოვის ციხესიმაგრე სამხრეთ ბოჰემიანის რეგიონში
-
სამეფო ციხესიმაგრე ჰლუბოკას ვლტავოუში, აშენებული XIII საუკუნეში
-
იარომირ იაგირი არის ლიდერი მექულეთა შორის მოქმედ NHL ჰოკეისტებს შორის
-
წმინდა ბარბარას ეკლესია კუტნა ჰორაში
-
ტრადიციული კოსტუმები
-
ჩეხური სტერნბერკი არის ადრეული გოთიკური ციხესიმაგრე XIII საუკუნეში აშენებული
-
ჩეტო ლედნიცეში, არის ვილა რომელსაც ააქვს ყველაზე დიდი პარკი ქვეყანაში
-
ხედი კრკონოშეს მთებიდან
-
უძველესი ჩეხეთის სამეფო იუველირი არის ევროპაში სიძველით მე-4 ადგილზე
ლიტერატურა
- Hochman, Jiří (1998). Historical dictionary of the Czech State. Scarecrow Press. ISBN 0810833387
რესურსები ინტერნეტში

- Czech Republic დაარქივებული 2014-09-14 საიტზე Wayback Machine. .
- Governmental website.
- Presidential website.
- Portal of the Public Administration.
- Chamber of Deputies დაარქივებული 2007-10-20 საიტზე Wayback Machine. .
- Senate დაარქივებული 2006-06-19 საიტზე Wayback Machine. .
- Chief of State and Cabinet Members დაარქივებული 2008-12-10 საიტზე Wayback Machine. .
- Czech Statistical Office
- History of Czech Economic and Political Alignments Viewed as a Transition
სქოლიოო
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ 2.0 2.1 Czech Republic. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 18 April 2012.
- ↑ Human Development Report 2011. United Nations (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 5 November 2011.
- ↑ the Czech Republic. The United Nations Terminology Database. ციტირების თარიღი: 2 September 2016.
- ↑ Information about the Czech Republic. ციტირების თარიღი: 25 March 2016
- ↑ Velinger, Jan. (28 February 2006) World Bank Marks Czech Republic's Graduation to 'Developed' Status. Radio Prague. ციტირების თარიღი: 22 January 2007.
- ↑ Edit/Review Countries. Imf.org (14 September 2006). ციტირების თარიღი: 14 May 2014.
- ↑ Country and Lending Groups. დაარქივებული 2 July 2014 საიტზე Wayback Machine. World Bank. Accessed on 3 July 2014.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ Mlsna, Petr; Šlehofer, F.; Urban, D.. The Path of Czech Constitutionality Czech, English. 1st edition გვ. 10–11. Úřad Vlády České Republiky (The Office of the Government of the Czech Republic) (2010). ციტირების თარიღი: 31 October 2012.
- ↑ Čumlivski, Denko. (2012)800 let Zlaté buly sicilské czech. National Archives of the Czech Republic (Národní Archiv České Republiky). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 November 2012. ციტირების თარიღი: 31 October 2012.
- ↑ Dijk, Ruud van; Gray, William Glenn; Savranskaya, Svetlana; Suri, Jeremi; Zhai, Qiang (2013) Encyclopedia of the Cold War (en). Routledge, გვ. 76. ISBN 978-1135923112.
- ↑ Dijk, Ruud van; Gray, William Glenn; Savranskaya, Svetlana; Suri, Jeremi; Zhai, Qiang (2013) Encyclopedia of the Cold War (en). Routledge, გვ. 76. ISBN 978-1135923112.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ R. Tolasz, Climate Atlas of the Czech Republic, Czech Hydrometeorological Institute, Prague, 2007. ISBN 80-244-1626-3, graphs 1.5 and 1.6
- ↑ Czech absolute record temperature registered near Prague. České noviny. ČTK. ციტირების თარიღი: 20 August 2012.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ Population change - year 2015.
- ↑ "The World FactBook - Czechia", The World Factbook, July 12, 2018, https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ez.html. წაკითხვის თარიღი: აგვისტო 8, 2020 დაარქივებული December 23, 2018[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ The World Factbook. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 14 May 2014.
- ↑ "Press: Number of foreigners in ČR up ten times since 1989". Prague Monitor. 11 November 2009. დაარქივებული 28 December 2014 საიტზე Wayback Machine.
- ↑ O'Connor, Coilin (29 მაისი 2007). „Is the Czech Republic's Vietnamese community finally starting to feel at home?“. Czech Radio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 იანვარი 2008. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი 2008.
- ↑ „Crisis Strands Vietnamese Workers in a Czech Limbo“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი 2014.
- ↑ Foreigners working in the Czech Republic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 June 2009. ციტირების თარიღი: 3 June 2009.. Ministry of Foreign Affairs. July 2006.
- ↑ První předběžné výsledky Sčítání lidu, domů a bytů 2011: Obyvatelstvo podle národnosti podle krajů დაარქივებული 16 January 2013 საიტზე Wayback Machine. . (PDF) . Retrieved on 12 August 2012.
- ↑ The History and Origin of the Roma. Romove.radio.cz. ციტირების თარიღი: 25 April 2010.
- ↑ Green, Peter S. (5 აგვისტო 2001). „British Immigration Aides Accused of Bias by Gypsies“. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 25 აპრილი 2010.
- ↑ "Jarosław Jot-Drużycki: Poles living in Zaolzie identify themselves better with Czechs დაარქივებული 26 April 2018 საიტზე Wayback Machine. ". European Foundation of Human Rights. 3 September 2014.
- ↑ (2017) Foreigners in the Czech Republic - 2017. Prague: Czech Statistical Office. ISBN 978-80-250-2781-3.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 March 2017. ციტირების თარიღი: 2018-01-05.
- ↑ NÁBOŽENSKÁ VÍRA OBYVATEL PODLE VÝSLEDKŮ SČÍTÁNÍ LIDU. Czech Statistical Office (27 February 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2018. ციტატა: „Chapter 1. "Změny struktury obyvatel podle náboženské víry v letech 1991, 2001 a 2011"; table "Struktura obyvatel podle náboženské víry (náboženského vyznání) v letech 1991 - 2011": believers 20,8%; non-believers 34,5%; no declared religion 44,7%“ ციტირების თარიღი: 27 December 2017.
- ↑ Global Index of Religion and Atheism დაარქივებული 26 December 2017 საიტზე Wayback Machine. Press Release დაარქივებული 21 October 2013 საიტზე Wayback Machine. . 2012. secularpolicyinstitute.net
- ↑ Richard Felix Staar, Communist regimes in Eastern Europe, Issue 269, p. 90
- ↑ Population by religious belief and by municipality size groups. Czech Statistical Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 February 2015. ციტირების თარიღი: 23 April 2012.
- ↑ Population by denomination and sex: as measured by 1921, 1930, 1950, 1991 and 2001 censuses Czech, English. Czech Statistical Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 9 March 2010.
- ↑ Europe’s Growing Muslim Population [1], Pew Research Center, 2016.
- ↑ 37.0 37.1 Elena Meschi; Francesco Scervini (10 დეკემბერი 2013). „Expansion of schooling and educational inequality in Europe: the educational Kuznets curve revisited“. Oxford Economic Papers. 66 (3): 660–680. doi:10.1093/oep/gpt036. ISSN 0030-7653. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ნოემბერი 2016.
|