დეივ ნავარო

დეივ ნავარო
დაბადების სახელი დეივიდ მაიკლ ნავარო
დაბადების თარიღი 7 ივნისი, 1967
სანტა მონიკა, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა გიტარისტი

დეივიდ მაიკლ ნავარო (ინგლ. David Michael Navarro; დ. 7 ივნისი, 1967, სანტა მონიკა, კალიფორნია) — ამერიკელი გიტარისტი. ცნობილია როკ ჯგუფის Jane's Addiction-ის წევრობით, რომელთანაც ოთხი ალბომი აქვს ჩაწერილი. 1993-1998 წლებში იყო Red Hot Chili Peppers-ის გიტარისტი და ჩაწერა ერთი ალბომი.[1] 2001 წელს გამოუშვა სოლო ალბომი „Trust No One“. ასევე იყო ბენდების Deconstruction და The Panic Channel გიტარისტი.

ნავარო დახასიათებულია, როგორც ალტერნატიული როკის ერთ-ერთი პირველი ნამდვილი გიტარის ლეგენდა. მისი დაკვრის სტილი აერთიანებს მძიმე მეტალს, ფსიქოდელიურ როკს და თანამედროვე როკს.

დისკოგრაფია

სოლო ალბომები

ალბომები ჯგუფთან Jane's Addiction

  • Nothing's Shocking - 1988
  • Ritual de lo Habitual - 1990
  • The Strays - 2003
  • The Great Escape Artist - 2011

ალბომები ჯგუფთან Red Hot Chili Peppers

ალბომები ჯგუფთან Deconstruction

  • Deconstruction - 1994

ალბომები ჯგუფთან The Panic Channel

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო