ესკიმოსურ-ალეუტური ენები
ესკიმოსურ ალეუტური ენები — ენათა ჯგუფი ჩრდილოეთ ამერიკის არქტიკულ ზოლში და რუსეთის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში. იგი შეიცავს ორ შტოს: ალეუტურს და ესკიმოსურს.
ესკიმოსური ენები ტრადიციულად სამ ჯგუფად იყოფოდა, სირენიკულზე, იუპიკურ და ინუიტურზე, ხოლო უკანასკნელმა კვლევებმა დაადგინა რომ ინუიტური ენები იუპიკურ ქვეჯგუფს მიეკუთვნებიან, ხოლო სირენიკულის წარმომავლობა ვერ დადგინდა.
კლასიფიკაცია
ალეუტური შტო:
- დასავლური და ცენტრალური დიალექტები: ატკანი, უტუანი, უნანგანი, ბერინგი - (60-80 მოსაუბრე)
- აღმოსავლური დიალექტები: უნალასკანი, პრიბილოფი (400 მოსაუბრე)
ესკიმოსური შტო (იუპიკური, იუიტური, ინუიტური)
- ცენტრალურ ალასკური იუპიკური ენა (10 000 მოსაუბრე)
- ალუტიიკური ენა (400 მოსაუბრე)
- ცენტრალურ ციმბირული იუპიკური ენა ანუ იუიტური (1 400 მოსაუბრე)
- ნაუკანური ენა (70 მოსაუბრე)
- ინუიტური ენა (75 000 მოსაუბრე)
- ინუპიაკური ენა (ჩრდილოეთ ალასკა) (3 500 მოსაუბრე)
- ინუვიალუკტუნური ენა (დასავლეთ კანადა) (765 მოსაუბრე)
- ინუკტიტუტური ენა, ინუკტუნური ენა და ინუინაქტუნური ენა (30 000 მოსაუბრე)
- კალაალისუტური ენა (გრენლანდია) (47 000 მოსაუბრე)
სირენიკული ენა 1997 წლიდან მკვდარი ენაა.