ეწერი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ეწერი | |
| |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჯურუყვეთი |
კოორდინატები | 42°04′00″ ჩ. გ. 41°57′05″ ა. გ. / 42.06667° ჩ. გ. 41.95139° ა. გ. |
დაარსდა | წინაფეოდალური ხანა |
ცენტრის სიმაღლე | 75 მ |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ეწერი — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში (ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეული). სოფლის სახელწოდება აღნიშნავს ბუჩქებით და ისლით დაფარულ დაბლობ ადგილს.[2]
გეოგრაფია
მდებარეობს გურიის დაბლობზე, მდინარე ლესისწყლის (ფიჩორის აუზი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 75 მ-ზე, ლანჩხუთიდან 9 კმ-ის და ჯურუყვეთიდან 1 კმ-ის დაშორებით. სოფელში გადის ოზურგეთი-ლანჩხუთის საავტომობილო გზა.
ისტორია
სოფლის ტერიტორია დასახლებულია წინაფეოდალური ხანიდან. 1960-იანი წლებში სოფელში აღმოჩნდა კირქვის ბლოკები, კერამიკის, კრამიტის და ადამიანის ძვლების ფრაგმენტები. მათ შორის იყო ქვა წარწერით „ქრისტე შეიწყალე იოანე ბერი“. წარწერა შესრულებულია კუთხოვანი ასომთავრულით, რომელშიც ნუსხურიც ურევია. ამ ადგილას იდგა X-XI სს. ეკლესია თავისი სამაროვნით.[3]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 372 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 478 | 207 | 271 |
2014[1] | ![]() |
176 | 196 |
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 126.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 259.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ძნელაძე რ., „გურული დიალექტის ტოპონიმიკური ლექსიკა“, თბილისი: უნივერსალი, 2005. — გვ. 40, ISBN 99940-51-12-1.
- ↑ აფხაზავა ნ., გოცაძე მ, ძველი ქართული წარწერა ეწერიდან, გაზეთი „კომუნისტური შრომა“, 19 მაისი, 1982.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|