სერვერი (კომპიუტერი)
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/My_Opera_Server.jpg/200px-My_Opera_Server.jpg)
სერვერი ან ჰოსტი (host) — დიდი კომპიუტერი, რომლის გამოყენება შეუძლია ერთდროულად ბევრ მომხმარებელს. მასში შეიძლება ინახებოდეს სხვადასხვა პროგრამების, ფაილებისა და მონაცემთა ბაზების ძალიან დიდი რაოდენობა. სიტყვა „სერვერი“ გამოიყენება ორი მნიშვნელობით: სერვერი (server) არის კომპიუტერი, რომლის გამოყენება ქსელში ბევრ მომხმარებელს შეუძლია. ნებისმიერი ჰოსტი შეიძლება იყოს სერვერი, პირიქით კი არა. სერვერი (server) არის პროგრამა, რომელიც ემსახურება სხვა პროგრამებს — კლიენტებს. ინტერნეტი შედგება სერვერებისგან ორივე მნიშვნელობით. მაგალითად, თუ რომელიმე კომპიუტერი ინტერნეტში ინახავს ვებ-დოკუმენტებს, მაშინ ის არის ვებ-სერვერი და მან უნდა შეძლოს მასში მოთავსებული ვებ-დოკუმენტების მიწოდება კლიენტებისათვის, რომლის როლსაც ასრულებს ბრაუზერი. საზოგადოდ, კლიენტი (client) არის პროგრამა ან კომპიუტერი, რომელსაც ქსელში ემსახურება სხვა პროგრამა ან კომპიუტერი.