ზაფხულის მანჭკვალა (ლათ.Kuehneromyces mutabilis) — ქუდიანი სოკო სტროფარიასებრთა ოჯახისა. აქვს 3-5 სმ დიამეტრის, შუაში ამობურცული, ყავისფერი, ოდნავ ქერცლიანი მკრთალი კონცენტრული ზოლებით. ფირფიტები ჟანგისფერ-მურაა; ფეხი — წვრილი, საყელოიანი. ზემოთ მოთეთრო, ქვემოთ მუქი მურა და ბოჭკოვანი. იზრდება დამპალ ფოთლოვან ხეებზე ზაფხულში და შემოდგომით. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. მდარე ხარისხის საჭმელი სოკოა.