იგერუელის ბრძოლა — უდიდესი ბრძოლა ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის. გაიმართა 1431 წლის 1 ივლისს მდინარე ხენილის ნაპირებზე სოფელ იგერუელის ახლოს, გრანადის საამიროს დედაქალაქ გრანადის მახლობლად. კასტილიელების ჯარს ხელმძღვანელობდა მეფეხუან II და მხედართმთავარი ალვარო დე ლუნა, ხოლო მუსულმანებს გრანადის სულთანი - მუჰამედ IX (ნასრიდების დინასტია).
ბრძოლა რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა. ბრძოლაში გამარჯვება ესპანელებს ძვირი დაუჯდათ, მაგრამ ეს იყო მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამარჯვება. ხუან II-მ, როგორც გამარჯვებულმა, გრანადის საამიროს ტახტზე იუსუფ IV, მუჰამედ IX-ის შვილიშვილი დასვა. ამ ფაქტის გამო, 1431 წლიდან გრანადის საამირომ ფაქტობრივად დამოუკიდებლობა დაკარგა და ესპანეთის გვირგვინის მარიონეტად გადაიქცა, ხოლო მუსულმანური ქვეყნის უკანასკნელი ნარჩენები გრანადის ომის შედეგად განადგურდა.
ლიტერატურა
Echevarria, Ana (1999). The Fortress of Faith: The Attitude Towards Muslims in Fifteenth Century Spain. Brill Academic Publishers. ISBN 90-04-11232-4
Fernández, Luis Suárez (1989). Los Reyes Católicos: El tiempo de la Guerra de Granada. Ediciones Rialp. ISBN 84-321-2560-1
Houtsma, Martijn Theodoor. E.J. Brill's First Encyclopaedia of Islam, 1913-1936. Vol. VI. BRILL, 1987. ISBN 90-04-09792-9