მას შემდეგ, რაც ვესტგუთების მეფე როდერიკმა არაბებთან მარცხი განიცადა, მისმა ჯარმა ასტურიისკენ დაიხია. თავდაცვისათვის ასტურიის მთები, ხეობები და გამოქვაბულები საკმაოდ ხელსაყრელი აღმოჩნდა, ვესტგუთების ჯარები უკვე მზად იყვნენ არაბებისათვის გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინათ. ამასობაში გარდაიცვალა როდერიკი და ახალ მეფედ პელაიო აირჩიეს.
ასეთ რთულ სიტუაციაში ჩაიბარა ქვეყანა პელაიომ და თავდაპირველად წარმატებების მიღწევა გაუჭირდა, რადგანაც ჯარი საკმაოდ მცირე ჰყავდა. 714 წელს, არაბების მოახლოებისას პელაიომ პიკოს-დე-ეუროპის მთისწინეთისკენ დაიხია. აქ ისინი წარმატებით ებრძოდნენ მტერს. 718 წელს უკან დახეულმა პელაიომ კოვადონგის ხეობაში მტერს ბრძოლა გაუმართა. არაბები დაამარცხეს და მათი მთავარსარდალი ალკამა ბრძოლაში მოკლეს.
კოვადონგის ბრძოლაში გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ბრძოლით დაიწყო რეკონკისტა. პელაიოს მმართველობის დასასრულს ასტურიამ აღმოსავლეთითბასკები შემოიერთა, ხოლო დასავლეთით — გალისია.