იი (ფინ.Ii) — მუნიციპალიტეტი ოულუნკაარისქვერეგიონში, ფინეთში. მდებარეობს ბოტნიის ყურის სანაპიროზე, მდინარე იიოკის შესართავთან. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 9 849 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ფართობი 2 872.44 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 6.34 ადამიანია 1 კმ²-ზე. მუნიციპალიტეტის ერთადერთი ოფიციალური ენაა ფინური ენა. იი კუივანიემის მუნიციპალიტეტს 2007 წლის 1-ელ იანვარს შეერწყა. ახალი მუნიციპალიტეტის სახელწოდება იი დარჩა, თუმცა კუივანიემის გერბი შენარჩუნდა. იი ფინეთის მასშტაბით ყველაზე მოკლე სახელის მქონე დასახლებაა.