ლიმინკა (ფინ.Liminka; შვედ.Limingo)) — მუნიციპალიტეტი ოულუსქვერეგიონში, ფინეთში. მდებარეობს ოულუდან 25 კმ-ით სამხრეტით. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 10 238 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ფართობი 651.71 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 16.07 ადამიანია 1 კმ²-ზე. მუნიციპალიტეტის ერთადერთი ოფიციალური ენაა ფინური ენა. მეზობელი მუნიციპალიტეტებია: კემპელე, ლუმიიოკი, მუჰოსი, ოულუნსალო, სიიკაიოკი, სიიკალატვა, ტიურნიავია, ვაალა. ლიმინდა 1477 წელს დაარსდა. ხალხური გადმოცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის სახელწოდება გამოგონილი გიგანტის, ლიმისგან, წარმოდგება.