იოზეფ მასოპუსტმა კარიერის უდიდესი ნაწილი საფეხბურთო კლუბ დუკლა პრაღაში გაატარა, სადაც უნივერსალური ტიპის ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და თანაბარი წარმატებით ართმევდა თავს, როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფუნქციებს. ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ ნაკრებში 1954–1966 წლებში ჩაატარა 63 მატჩი და გაიტანა 10 გოლი. მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატზე, სადაც ჩეხოსლოვაკია ვიცე-ჩემპიონი გახდა, მასოპუსტი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამავე წელს France Football-მა ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და გადასცა ოქროს ბურთი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 61-ე ადგილზე დასახელდა.[1]