* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
მიკაელ ლაუდრუპი (დან.Michael Laudrup) — დანიელი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. საფეხბურთო კარიერის დასაწყისი გაატარა დანიურ KB-ში და ბრონდბიუში, რასაც მოყვა ევროპის წამყვანი ჩემპიონატების გრანდები: ლაციო, იუვენტუსი, ბარსელონა, რეალ მადრიდი და აიაქსი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 60-ე ადგილზე დასახელდა.[1]