იუნგფრაუ
იუნგფრაუ | |
---|---|
კოორდინატები: 46°32′12″ ჩ. გ. 7°57′45″ ა. გ. / 46.536806° ჩ. გ. 7.962639° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 4158 მ მ |
ქედი | ბერნის ალპები |
იუნგფრაუ (გერმ. Jungfrau, ქალწული) — მწვერვალი ბერნის ალპებში, შვეიცარიაში. სიმაღლე 4158 მ. მწვერვალ ეიგერსა და მენხთან ერთად ქმნის მასიურ კედელს, რომელიც მიიჩნევა შვეიცარიის ალპების ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ ღირსშესანიშნაობად. აღმართულია ვალესა და ბერნის კანტონების საზღვარზე. ფინსტერაარჰორნისა და ალეჩჰორნის შემდეგ სიმაღლით მესამე ადგილზეა ბერნის ალპებში. იუნგფრაუს გასწვრივ ლანდშაფტი მეტად კონტრასტულია. სიახლოვეს მდებარეობს იუნფრაუიოხის უღელტეხილი. პირველი ასვლა განხორციელდა 1811 წელს, აღმოსავლეთი მხრიდან. მწვერვალი დაიპყრეს ძმებმა რუდოლფ და იერონიმ მაიერებმა. 1865 წელს ინგლისელები ავიდნენ დასავლეთი მონაკვეთიდან. იუნგფრაუ მოქცეულია იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორიის სივრცეში.
1896-1912 წლებში აქ მიმდინარეობდა რკინიგზის მშენებლობა, რომელსაც იუგფრაუს რკინიგზა ეწოდა. მისი სიგრძეა 9 კმ, რომელთაგან გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი გვირაბშია მოქცეული.