კაბო-დე-გატის ბუნების პარკი
კაბო-დე-გატის ბუნების პარკი
Parque Natural del Cabo de Gata-Níjar | |
---|---|
IUCN კატეგორია V (დაცული ლანდშაფტი)
| |
მდებარეობა | ალმერია, ესპანეთი |
კოორდინატები | 36°47′00″ ჩ. გ. 02°06′00″ დ. გ. / 36.78333° ჩ. გ. 2.10000° დ. გ. |
ფართობი | 460 კმ² |
დაარსდა | 1997 |
სტუმრობა | 500,000 (1998) |
მმართველი ორგანო | ანდალუსიის ავტონომიური მთავრობა |
კაბო-დე-გატის ბუნების პარკი — ბუნების პარკი სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, ქალაქ ალმერიის სიახლოვეს. წარმოადგენს დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა ევროპის უდიდეს სახმელეთო-საზღვაო ნაკრძალს. მისი ფართობი 460 კმ²-ია და მოიცავს ქალაქ კარბონერასს სიერა-დე-კაბო-დე-გატის მთათა სისტემას, ასევე 120 კმ² ზღვას, როგორც საწყლოსნო ნაკრძალს. კლიმატი ნახევრადმშრალია და ეს პარკი წარმოადგენს ევროპის უმშრალეს ადგილს. 1997 წელს იუნესკომ გააფორმა როგორც ბიოსფერული ნაკრძალი.
პარკი ხასიათდება ვულკანური ფორმაციებით - ლავით, ვულკანური გუმბათებით, კალდერებით. ზღვისგან გამოყოფილია 400 მ სიგანის ქვიშიანი სანაპიროთი. 2006 წელს შეუერთდა იუნესკოს გლობალურ გეოგრაფიულ პარკთა ქსელს.[1]
პარკში საშუალო წლიური ტემპერატურა 18 °C -ია, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი მთელი ევროპის მასშტაბით აქ დაბალია და წელიწადში 120 - 180 მმ-ს შეადგენს.
გავრცელებულია დაახლოებით 1.000 სახეობის მცენარე, მათ შორის ენდემურებიც და 1.100 სახეობის ცხოველი და ფრინველი, რომელთა შორის უმრავლესი ფრინველია, რის გამოც ევროკავშირმა პარკი ფრინველთა დაცვის მიზნით სპეციალურ დაცულ ტერიტორიად გამოაცხადა.
გალერეა
-
ვულკანური კლდე
-
Cabo de Gata.jpg
-
ევროპული მარაო-პალმა (Chamaerops humilis)
-
ფლამინგო
-
Dactylopterus volitans
რესურსები ინტერნეტში
- კაბო-დე-გატის ბუნებრივი პარკი (ფრანგული)
- კაბო-დე-გატის ბუნებრივი პარკი
- ფოტოები
- კაბო-დე-გატის ბუნებრივი პარკი (ესპანური)
- ფოტოები[მკვდარი ბმული]
სქოლიო
- ↑ European geoparks website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-30. ციტირების თარიღი: 2011-02-27.