ყარაყუმი

ყარაყუმის მდებარეობა
ყარაყუმის თანამგზავრული ფოტო
ყარაყუმი

ყარაყუმი (თურქმენ. Garagum, შავი ქვიშა) — უდაბნო ცენტრალურ აზიაში. გადაჭიმულია 350 000 კმ²-ზე და მოიცავს თანამედროვე თურქმენეთის 70 %-ს.[1] მოსახლეობა ძალიან მეჩხერადაა გაფანტული, ერთი ადამიანი 6,5 კმ²-ზე. ნალექები საკმაოდ იშვიათია.

მდებარეობა

მდებარეობს კასპიის ზღვის აღმოსავლეთით, არალის ზღვამდე ჩრდილოეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ამუდარიასა და ყიზილყუმის უდაბნომდე. არალის ზღვის დაშრობასთან ერთად, უდაბნოს ფართობი იმატებს.[2]

ჰიდროგრაფია

უდაბნოს კვეთავს მსოფლიოში სიდიდით მეორე საირიგაციო არხი — ყარაყუმის არხი, რომელიც 1954 წელს აშენდა და რომლის სიგრძეც 1375 კმ-ია. მასში ყოველწლიურად 13-20 კმ³ წყალი გაედინება.

არქეოლოგია

ყარაყუმში მდებარე დიდი ბალკანის მთებში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქვის ხანის ადამიანის ნასახლარები.

ეკონომიკა

უდაბნოში მდებარე მარისა და ტეჯების ოაზისებში მოყავთ ბამბა.

ტრანსპორტი

ყარაყუმის უდაბნოს კვეთს ტრანსკასპიური სარკინიგზო მაგისტრალი.

გეოლოგია

ყარაყუმის ტერიტორიაზე მდებარეობს ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდესი მარაგები.

რესურსები ინტერნეტში

40°15′08″ ჩ. გ. 58°26′23″ ა. გ. / 40.2523333° ჩ. გ. 58.4397500° ა. გ. / 40.2523333; 58.4397500

სქოლიო

  1. Karakum Desert -- Britannica Online Encyclopedia. www.britannica.com. ციტირების თარიღი: 2008-02-22.
  2. Aral Sea. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-16. ციტირების თარიღი: 2011-02-08.