კივი (გვარი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კივი.
კივი

ჩრდილოური ყავისფერი კივი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  კივისნაირნი
(Apterygiformes Haeckel, 1866)
ოჯახი:  კივისებრნი
(Apterygidae G. R. Gray, 1840)
გვარი:  კივი
ლათინური სახელი
Apteryx (Shaw, 1813)
გავრცელება

კივი (ლათ. Apteryx) — უფრთო ფრინველების გვარი კივისნაირთა რიგისა (რიგში ერთადერთი ოჯახი (კივისებრნი) შედის). ცნობილია 5 სახეობა,[1] რომელიც გავრცელებიულია ახალი ზელანდიის კუნძულებზე. მათი სხეულის წონა 0,4—4 კგ აღწევს. აქვთ გრძელი ნისკარტი, ნისკარტის ფუძესთან დიდი ნესტოები, ფაფუკი ბუმბული, 4-თითიანი ფეხები (უკანა თითი რუდიმენტურია). ჩონჩხი არაპნევმატურია, ლავიწი არა აქვთ. კივისნაირნი მორუხო-მურა ფერისანი არიან. საჭის ბუმბულები არ გააჩნიათ. აქვთ კარგად განვითარებული სმენა და ყნოსვა. ბინადრობენ ნესტიან, უღრან ტყეებში. ცხოვრობენ წყვილებად (მონოგანურნი არიან). მრავლდებიან წელიწადში 2-ჯერ. დედალი დებს 1 (მეტად იშვიათად 2) კვერცხს. კრუხობს მამალი 75—77 დღის განმავლობაში. იკვებებიან ჭიებით, მწერებით. მათი ჭუპრებითა და მატლებით. სქესმწიფობას აღწევენ 3—5 წლისა. ამოწყდომის გზაზე მდგარი ფორმებია.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. კივი (TSN 174393). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.