ლეილა მესხი (ჩოგბურთელი)
სრული სახელი | ლეილა გიორგის ასული მესხი | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქვეყანა (სპორტი) |
![]() ![]() | ||||||||||||||||||
საცხოვრებელი ადგილი | თბილისი, საქართველო | ||||||||||||||||||
დაიბადა |
5 იანვარი, 1968 თბილისი, საქართველოს სსრ (დღეს საქართველო) | ||||||||||||||||||
სიმაღლე | 164 სმ | ||||||||||||||||||
პროფესიონალი | 1986 | ||||||||||||||||||
კარიერა დაასრულა | 1996 | ||||||||||||||||||
ფულადი პრიზი | $ 1 179 720 | ||||||||||||||||||
ერთეულები | |||||||||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 223—134 | ||||||||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 5 WTA, 1 ITF | ||||||||||||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 12 (5 აგვისტო 1991) | ||||||||||||||||||
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |||||||||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | მე-4 წრე (1992) | ||||||||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | მე-4 წრე (1991, 1992) | ||||||||||||||||||
უიმბლდონი | მე-2 წრე (1988) | ||||||||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | 1/4 (1990) | ||||||||||||||||||
წყვილები | |||||||||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 171—122 | ||||||||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 5 WTA, 2 ITF | ||||||||||||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 21 (10 აპრილი 1995) | ||||||||||||||||||
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |||||||||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | 1/4 (1990, 1995) | ||||||||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | 1/4 (1994) | ||||||||||||||||||
უიმბლდონი | მე-2 წრე (1988, 1990, 1992-1994) | ||||||||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | 1/2 (1991) | ||||||||||||||||||
მედლები
| |||||||||||||||||||
ბოლოს განახლდა: კარიერა დასრულებულია. |
ლეილა გიორგის ასული მესხი (დ. 5 იანვარი, 1968, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ)[1] — ყოფილი საბჭოთა და ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი. 1990 წლის ფედერაციის თასის ფინალისტი სსრკ-ის გუნდის შემადგენლობაში და 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ქალთა წყვილში (ნატალია ზვერევასთან ერთად).
კარიერა
ლეილა მესხი 7 წლის ასაკში დაიწყო წვრთნა, ხოლო მისი პირველი წვრთნელი გურამ თოხაძე გახდა.[2] კარიერის დასაწყისში, მას ასევე წვრთნიდა ევროპის ოთხგზის ჩემპიონი თეიმურაზ კაკულია.[3]
1986 წელს, მესხი ნატალია ზვერევასთან ერთად მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა ქალთა შორის, ხოლო ერთი თვის შემდეგ, მასთან წააგო უიმბლდონის ტურნირი ახალგაზრდა ჩოგბურთელთა ფინალში. წლის ბოლოსთვის, მესხიმ პირველი ადგილი დაიკავა ქალთა შორის წყვილთა შედეგებში ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში (ITF).[4] იმავე წელს, მესხიმ მოიგო თავისი პირველი პროფესიული ტურნირი, რომელიც თამაშდებოდა ITF-ის ეგიდით, აშშ-ის მერილენდის შტატში. ამ წარმატებასაც მან ზვერევასთან ერთად მიაღწია, ხოლო ერთეულთა თანრიგში მოიგო სსრკ-ის ზამთრის შემპიონატი (ხოლო სსრკ-ის „ზაფხული“ ტიტული სამი წლის შემდეგ მოიპოვა). თავისი პირველი პროფესიული ტურნირი ერთეულებში 1987 წლის იანვარში მოიგო, ასევე ITF-ის ეგიდით. მან ასევე მოიგო ჩოგბურთის უნივერსიადის ტურნირი ზაგრებში, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში.
1988 წელს, მესხი იგებს თავის პირველ თამაშს მსოფლიო რეიტინგის ათეულიდან: აშშ-ის ღია პირველობაის მეორე წრეზე მოიგო მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანი პემ შრაივერი. 1988 წელს, მესხი წარადგინა სსრკ სეულის ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ ტურნირის მეორე წრეზე აგებს სეზონის ფავორიტ ჩოგანთან შტეფი გრაფთან. ოლიმპიადის შემდეგ, ნეშვილის ტურნირზე მესხი ისევ იგებს თამაშს მსოფლიო ჩოგბურთის რეიტინგის ათეულიდან, ამერიკელ ჩოგბურთელთან — ბარბარა პოტერთან.
21 წლისას, 1989 წელს, მესხი ნეშვილში იგებს თავის პირველ ტურნირს ჩოგბურთის ქალთა ასოციაციის (WTA) მიერ ჩატარებული ეგიდით, ამით იგი პირველი საბჭოთა ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც 1974 წლიდან აქეთ პირველად მოიგო WTA-ს ტურნირი ერთეულთა თანრიგში.[2] მომდევნო წელს, მესხი იგებს WTA-ს ორ ტურნირს ერთეულთა თანრიგში, მათ შორის „Moscow Ladies Open“-ზე, რომელიც პირველი პროფესიული ქალთა ჩოგბურთის ტურნირი გახდა სსრკ-ში. ორჯერ პირველობას იკავებს წყვილთა თანრიგშიც, ორივე შემთხვევაში უკრაინელ ნატალია მედვედევასთან ერთად. ამავე წელს დააფიქსირა მესხიმ თავისი უმაღლესი წარმატება ფედერაციის თასზე: სსრკ-ის ნაკრებთან ერთად, მესხი აღწევს ფინალამდე, სადაც მისი გუნდი უთმობს ამერიკელებს.
1991 წელს, მესხი ერთადერთხელ თავის კარიერაში გადის I კატეგორიის ტურნირის ფინალში ჰილტონ-ჰედ-აილენდში (სამხრეთი კაროლინა). მეოთხედფინალში გაიმარჯვა პირველ დათესილ ნავრატილოვაზე, ხოლო ნახევარფინალში ზვერევაზე, მაგრამ ფინალში დაუთმო მეორე ნომერად დათესილ გაბრიელა საბატინის. ამის შემდეგ, მესხი თავისი კარიერის უმაღლეს წერტილზე ავიდა და WTA-ს რეიტინგის მე-12 პოზიცია დაიკავა. მან ასევე მიაღწია აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალამდე, არგენტინელ მერსედეს პასთან წყვილში, რაც მისი უმაღლესი მიღწევაა დიდი სლემის ტურნირზე გამოსვლების განმავლობაში. ამ სეზონზე მის ანგარიშზე იყო გამარჯვება იანა ნოვოტნოისა და ჯენიფერ კაპრიატიზე, ისევე, როგორც ნავრატილოვაზე, რომლებიც რეიტინგის პირველ ეთეულში შედიოდნენ.
1992 წელი მესხის კარიერაში განსაკუთრებით წარმატებული გახდა: ზვერევასთან წყვილში, დსთ-ის გაერთიანებული ნაკრების შემადგენლობაში, მესხიმ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებზე. მეოთხე დათესილები ბელარუსულ-ქართული წყვილი, მეოთხედფინალში მოიგეს მეშვიდედ დათესილი არგენტინელები, მაგრამ, შემდეგ წააგეს მომავალ ჩემპიონებთან, ამერიკელ ჯიჯი და მერი-ჯო ფერნანდესთან. ამ ოლიმპიადაზე, მესამე ადგილისთვის მატჩები არ ჩატარებულა და შესაბამისად, ზვერევა და მესხი ავტომატურად მიიღეს ბრინჯოს მედლები.
შემდგომ წლებში, მესხი საკმაოდ წარმატებულად გამოდის წყვილთა თანრიგის თამაშებზე, სადაც იგებს სამ ტურნირს II და III კატეგორიის, მათ შორის ლინცში გამართული ორ ტურნირზეც, ორივე შემთხვევაში რუს ჩოგბურთელ — ევგენია მანიუკოვასთან ერთად. 1995 წელს, იგი ავიდა თავისთვის ყველაზე მაღალ რეიტინგზე, წყვილთა თანრიგში. ერთეულთა თანრიგში, მესხი პერიოდულად ასევე დამაჯერებლად იგებს, მათ შორის რეიტინგის პირველ ათეულში შემავალ ჩოგბურთელებთანაც და 1995 წლის დასაწყისში იმარჯვებს WTA-ის ტურნირს, მაგრამ ფეხის ტრავმა მას არ აძლევს რეგულარული გამოსვლის საშუალებას.[2] თავისი ბოლო ოფიციალური მატჩები გამართა 1996 წლის კრემლის თასზე.
WTA და ITF ტურნირების ფინალზე (26)
ლეგენდა |
დიდი სლემი (0) |
WTA-ს შემაჯამებელი ტურნირი (0) |
I კატეგორია (1) |
II კატეგორია (3) |
III კატეგორია (2) |
IV & V კატეგორია (16) |
VS (1) |
ITF (3) |
ერთეულთა თანრიგი (12)
მოგება (6)
№ | წელი | ტურნირი | ზედაპირი | მეტოქე | ანგარიში |
1. | 26 იანვარი 1987 | ლოს-ანჯელესი, აშშ | მყარი | ![]() |
1–6, 6–4, 6–2 |
2. | 6 ნოემბერი 1989 | ნეშვილი, აშშ | მყარი (i) | ![]() |
6–2, 6–3 |
3. | 29 იანვარი 1990 | ASB Classic, ოკლენდი, ახალი ზელანდია | მყარი | ![]() |
6–1, 6–0 |
4. | 1 ოქტომბერი 1990 | Moscow Ladies Open, სსრკ | ხალიჩა | ![]() |
6–4, 6–4 |
5. | 4 თებერვალი 1991 | უელინგტონი, ახალი ზელანდია | მყარი | ![]() |
3–6, 7–6, 6–2 |
6. | 9 იანვარი 1995 | Schweppes Tasmanian Open, ჰობარტი | მყარი | ![]() |
6–2, 6–3 |
მარცხი (6)
№ | წელი | ტურნირი | ზედაპირი | მეტოქე | ანგარიში |
1. | 18 აპრილი 1988 | სინგაპური | მყარი | ![]() |
6–7(3), 3–6 |
2. | 27 თებერვალი 1989 | VS of Oklahoma, აშშ | მყარი (i) | ![]() |
4–6, 4–6 |
3. | 5 თებერვალი 1990 | უელინგტონი, ახალი ზელანდია | მყარი | ![]() |
6–1, 4–6, 0–6 |
4. | 5 ნოემბერი 1990 | ინდიანაპოლისი, აშშ | მყარი (i) | ![]() |
4–6, 2–6 |
5. | 1 აპრილი 1991 | ჰილტონ-ჰედ-აილენდი, სამხრეთი კაროლინა, აშშ | მყარი | ![]() |
1–6, 1–6 |
6. | 23 სექტემბერი 1991 | ბაიონა, საფრანგეთი | ხალიჩა | ![]() |
6–4, 3–6, 4–6 |
წყვილთა თანრიგი (14)
მოგება (7)
№ | წელი | ტურნირი | ზედაპირი | პარტნიორი | მეტოქეები | ანგარიში |
1. | 29 სექტემბერი 1986 | ბეტესდა, მერილენდი, აშშ | მყარი | ![]() |
![]() ![]() |
6–3, 6–1 |
2. | 27 აპრილი 1987 | ტარანტო, იტალია | გრუნტი | ![]() |
![]() ![]() |
6–3, 6–2 |
3. | 29 იანვარი 1990 | ASB Classic, ოკლენდი, ახალი ზელანდია | მყარი | ![]() |
![]() ![]() |
3–6, 6–3, 7–63 |
4. | 5 თებერვალი 1990 | უელინგტონი, ახალი ზელანდია | მყარი | ![]() |
![]() ![]() |
6–3, 2–6, 6–4 |
5. | 22 თებერვალი 1993 | Generali Ladies Linz, ლინცი | ხალიჩა | ![]() |
![]() ![]() |
თამაშის გარეშე |
6. | 5 აპრილი 1993 | Bausch & Lomb Championships, ამელია-აილენდი, ფლორიდა, აშშ | გრუნტი | ![]() |
![]() ![]() |
3–6, 6–3, 6–4 |
7. | 7 თებერვალი 1994 | EA-Generali Ladies, ლინცი (2) | ხალიჩა | ![]() |
![]() ![]() |
6–2, 6–2 |
მარცხი (7)
№ | წელი | ტურნირი | ზედაპირი | პარტნიორი | მეტოქეები | ანგარიში |
1. | 21 სექტემბერი 1987 | ჰამბურგი, დასავლეთი გერმანია | გრუნტი | ![]() |
![]() ![]() |
6–7, 6–7 |
2. | 18 აპრილი 1988 | სინგაპური | მყარი | ![]() |
![]() ![]() |
6–74, 3–6 |
3. | 6 ივნისი 1988 | Dow Chemical Classic, ბირმინგემი, გაერთიანებული სამეფო |
ბალახი | ![]() |
![]() ![]() |
4–6, 1–6 |
4. | 20 თებერვალი 1989 | უიჩიტო, კანზასი, აშშ | მყარი (i) | ![]() |
![]() ![]() |
2–6, 6–7 |
5. | 6 ნოემბერი 1989 | Нэшвилл, აშშ | მყარი (i) | ![]() |
![]() ![]() |
6–1, 6–75, 6–74 |
6. | 25 აპრილი 1994 | ჰამბურგი, გერმანია (2) | გრუნტი | ![]() |
![]() ![]() |
3–6, 2–6 |
7. | 24 ოქტომბერი 1994 | Nokia Grand Prix, ესენი, გერმანია | ხალიჩა | ![]() |
![]() ![]() |
2–6, 1–6 |
კარიერის დასრულების შემდეგ
1996 წელს, ლეილა მესხი და მისი მეუღლე პავლე ნადიბაიძე, თბილისში ჩოგბურთის აკადემია დააარსეს.[2]
თავისი გამოსამშვიდობებელი მატჩი, 1997 წლის ოქტომბერში, მის მიერ დააარსებული თბილისის ჩოგბურთის კორტებში, მის მიერვე მოწყობილ ტურნირზე — „თბილისის ღია პირველობაზე“ გამართა. მატჩის დასრულების შემდეგ, გამოცხადდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ, მას მიენიჭა საქართველოს უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო — ღირსების ორდენი.[5]
1999 წელს, მესხი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარედ აირჩიეს,[6] ხოლო 2004 წელს კი მეორე ვადით. 2011 წელს, მესხი გახდა მეზობელი აზერბაიჯანის ახალი WTA-ის ტურნირის — „ბაქოს თასის“ დირექტორი.[7]
საინტერესო ფაქტები
1990 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა ლეილა მესხი საქართველოს მეოთხე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[8]
რესურსები ინტერნეტში
- პროფილი „Sports Reference“-ის პორტალზე დაარქივებული 2017-12-13 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ინტერვიუ WTA-ზე (ინგლისური)
სქოლიო
- ↑ ბორის ფომენკო, ლეილა მესხი // რუსული ჩოგბურთი: ენციკლოპედია, ИЭТП, მოსკოვი, 1999, ISBN 5-901120-01-9.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Deherian, Suren (21 мая 2004). „Sport to business: Meskhi has Become Queen of Georgian Tennis“. Brosse Street Journal (English). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-21. ციტირების თარიღი: 2009-11-30. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „გარდაიცვალა თეიმურაზ კაკულია“. კომერსანტი № 158 (3489). 26 ოქტომბერი 2006. ციტირების თარიღი: 2009-11-30.
- ↑ ITF-ის ვერსიის მიხედვით, მსოფლიოს ჩემპიონები დაარქივებული 2012-01-01 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ თენგიზ პაჭკორია (7 ოქტომბერი 1997). „ლეილა მესხიმ დაასრულა თავისი კარიერა“. სპორტ-ექსპრესი. ციტირების თარიღი: 2009-11-30.
- ↑ „გიორგი გაბაშვილმა ჩოგბურთში დაპირისპირებული მხარეები კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა“. ახალი რეგიონი. 31 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 2009-11-30.
- ↑ ლეილა მესხი: «ჩვენი კიდევ ჩავატარებთ Baku Cup-ს». Tennis.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-11. ციტირების თარიღი: 2011-07-28.
- ↑ დავით გობეჯიშვილი — საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი // „ლელო“, 1 იანვარი, 1991, № 1 (10414), გვ. 1.