ლუის სუარეს მირამონტესი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლუის სუარეს მირამონტესი | ||
დაბადების თარიღი | 2 მაისი, 1935 | ||
დაბადების ადგილი | ლა-კორუნია, გალისია, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
პერსენვერანსია | |||
1949–1953 | ფაბრილი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1953–1954 | დეპორტივო ლა-კორუნია | 17 | (3) |
1954–1955 | ესპანია ინდუსტრიალი | 21 | (6) |
1955–1961 | ბარსელონა | 122 | (61) |
1961–1970 | ინტერი მილანი | 256 | (42) |
1970–1973 | სამპდორია | 63 | (9) |
სულ | 458 | (115) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1957–1972 | ესპანეთი | 32 | (14) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1975 | ინტერი მილანი | ||
1975 | სამპდორია | ||
1975–1976 | სპალი | ||
1976–1977 | კომო | ||
1977–1978 | კალიარი | ||
1978–1979 | დეპორტივო ლა-კორუნია | ||
1980–1988 | ესპანეთი 21 წლ. | ||
1988–1991 | ესპანეთი | ||
1992 | ინტერი მილანი | ||
1994 | ალბასეტე | ||
1995 | ინტერი მილანი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ლუის სუარეს მირამონტესი (ესპ. Luis Suárez Miramontes, [ˈlwis ˈswaɾeθ miɾaˈmontes], დ. 2 მაისი, 1935, ლა-კორუნია, გალისია, ესპანეთი), აგრეთვე ცნობილი როგორც ლუისიტო (ესპ. Luisito) — ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე ესპანურ და იტალიურ კლუბებში და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. ფეხბურთელის კარიერის მსგავსად, სამწვრთნელო კარიერაც იტალიურ და ესპანურ კლუბებში გაატარა, წვრთნიდა ასევე ესპანეთის ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს.
1960 წელს ლუის სუარესი France Football-ის ვერსიით გახდა ევროპის საუკეთესო ფებურთელი და გადაეცა ოქროს ბურთი, ამის გარდა კიდევ ორჯერ, 1961 და 1964 წლებში მეორე, ხოლო 1965 წელს მესამე პოზიცია დაიკავა. სუარესი ინდივიდუალური ტიტულების რაოდენობით საუკეთესოა ესპანეთის ნაკრების ფეხურთელთაგან ალფრედო დი სტეფანოს შემდეგ. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 74-ე ადგილზე დასახელდა.[1]
რესურსები ინტერნეტში
- ლუის სუარეს მირამონტესი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- ლუის სუარესის ინფო RSSSF-ზე
სქოლიო
- ↑ Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
|
|