„ფრანს პრესი“ საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენელ ფრანსუა ბარუენზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რამდენიმე საათში საფრანგეთი ლიბიაზე შეტევას დაიწყებს, რათა „ლიბიის მოსახლეობა ძალადობისგან დაიცვას“. (ამბები.GE)
მიმდინარე მოვლენები 19 მარტი, 2011 (2011-03-19) (შაბათი)
გვატემალისპრეზიდენტმა ალვარო კოლომმა და მისმა მეუღლემ სანდრა ტორესმა გაყრა გადაწყვიტეს, რათა ახლანდელმა პირველმა ლედიმ საპრეზიდენტო პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს. (GHN)
მიმდინარე მოვლენები 23 მარტი, 2011 (2011-03-23) (ოთხშაბათი)
კოტ-დ’ივუარში სამოქალაქო ომი მძვინვარებს. საერთაშორისო მხარდაჭერის მქონე ოპოზიციის ლიდერის ალასან უატარას მომხრეები ქალაქ აბიჯანს მიუახლოვდნენ, სადაც ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს მხარდამჭერები არიან გამაგრებულნი. ამერიკის ხმა