მელკართი
მელკართი— ფინიკიური ღვთაება, ქალაქ ტვიროსის მფარველი. დროთა ვითარებაში ნაოსნობის მფარველ ღვთაებადაც იქცა. მელკართის პატივსაცემად ყოველ გაზაფხულზე იმართებოდა დღესასწაულები. ამ ზეიმზე შორეული კოლონიების მცხოვრებლებიც კი ჩამოდიოდნენ. აიგივებდნენ ჰერაკლესთან. მელკართს მსხვერპლად ადამიანს სწირავდნენ.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 559.