მეჭინჭრია

მეჭინჭრია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ნიმფალიდისებრნი
გვარი:  Aglais
სახეობა:  მეჭინჭრია
ლათინური სახელი
Aglais urticae (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Nymphalis urticae
  • Vanessa urticae
გავრცელება

მეჭინჭრია (ლათ. Aglais urticae) — დღის პეპელა ნიმფალიდისებრთა ოჯახისა. ფრთების შლილი 40–50 მმ-ს შეადგენს, ფერად ღია წითურია, აყრია შავი და მოყვითალო ლაქები. ფართოდ არის გავრცელებული ევრაზიის ზომიერ სარტყელში. კვერცხებს დებს ჭინჭრის ფოთლებზე (აქედან სახელწოდება), იშვიათად სვიაზე, რომლითაც შემდგომში მუხლუხები იკვებებიან (ცხოვრობენ ჯგუფებად). ჭუპრი თავისუფალი ტიპისაა, თავით ქვემოთ ეკვრება მცენარეებს და სხვადასხვა ვერტიკალურ ზედაპირს. ზრდასრულ ინდივიდებს მიგრაცია შეუძლიათ; ზამთრობენ თავშესაფრებში.[1]

სქოლიო

  1. Девяткин А. Л. КРАПИВНИЦА // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 580.