მონგირი
მონგირი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ახუთის თემი (სოფლები: ახუთი, მონგირი). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ოჩხომურის (ხობისწყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 210 მ სიმაღლეზე. დაბა ჩხოროწყუდან დაშორებულია 7 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 838 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
959 |
469 |
490
|
2014[1] |
838 |
420 |
418
|
ლიტერატურა
სქოლიო