ნაკიანი
ნაკიანი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლეახალე, ლექარჩე, ნაკიანი). საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა თხების სანაშენე საბჭოთა მეურნეობა.
გეოგრაფია
მდებარეობს მდინარეებს ზანასა და ოჩხომურს შორის მდებარე ვაკეზე, ზღვის დონიდან 280, ჩხოროწყუდან 10 კმ. სოფელს დასავლეთით ესაზღვრება გარახა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ახუთი, ჩრდილო დასავლეთით — ლექარჩე და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მარტვილის მუნიციპალიტეტი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 182 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
179 |
90 |
89
|
2014[1] |
182 |
95 |
87
|
ლიტერატურა
სქოლიო