მონსერატ კაბალიე

მონსერატ კაბალიე

მონსერატ კაბალიე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მარია დე მონსერატ ვივიანა კონსეპსიონ კაბალიე ი ფოლკი
დაბ. თარიღი 12 აპრილი, 1933
დაბ. ადგილი ბარსელონა, ესპანეთის მეორე რესპუბლიკა
წარმოშობა ესპანეთის დროშა ესპანელი
გარდ. თარიღი 6 ოქტომბერი, 2018 (85 წლის)
გარდ. ადგილი სანტ-პაუს ჰოსპიტალი, ბარსელონა, ესპანეთი
დასაფლავებულია Cementiri de Sant Andreu de Palomar[1]
ჟანრ(ებ)ი ოპერა, ესტრადა
საქმიანობა სოპრანო (ლირიკული-კოლორატული)
აქტიური 1956–2018
მონსერატ კაბალიე ვიკისაწყობში

მარია დე მონსერატ ვივიანა კონსეპსიონ კაბალიე ი ფოლკი (კატ. Maria de Montserrat Viviana Concepción Caballé i Folc), უკეთ ცნობილი, როგორც მონსერატ კაბალიე (კატ. Montserrat Caballé [munsəˈrat kəβəˈʎe]; დ. 12 აპრილი, 1933, ბარსელონა, ესპანეთის მეორე რესპუბლიკა — გ. 6 ოქტომბერი, 2018, სანტ-პაუს ჰოსპიტალი, ბარსელონა, ესპანეთი) — ესპანელი სოპრანო. განთქმული იყო, უპირველეს ყოვლისა, ბელკანტოს ტექნიკითა და როსინის, ბელინისა და დონიცეტის კლასიკურ იტალიურ ოპერებში წამყვანი როლების შესრულებით.

როკ-მუსიკის მოყვარულთათვის კაბალიე ასევე ცნობილია ერთობლივი ალბომით ჯგუფ Queen-ის ვოკალისტ ფრედი მერკურისთანBarcelona (1988). ამ ალბომის სასათაურო სიმღერა, მიძღვნილი კაბალიეს მშობლიურ ქალაქ ბარსელონასადმი, 1992 წელს ამ ქალაქში ჩატარებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ჰიმნი გახდა.

გარდაიცვალა 2018 წლის 6 ოქტომბერს, მშობლიურ ქალაქში, ნაღვლის ბუშტის ინფექციით.[2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო