მოშავო ხრაშუნა (ლათ.Russula nigricans) — სოკოს სახეობა. ქუდი — 20 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცული, შემდეგ შუაში ჩაღრმავებული, ჯერ თეთრია, შემდეგ ყავისფერი და ბოლოს — მოშავო, ფირფიტები სქელი, მაჩხრად განწყობილი, ჯერ თეთრი, შემდეგ ნაცრისფერი, გადატეხისას წითლდება.
გამოიყენება საჭმელად მხოლოდ დამწნილებული, წინასწარ გათუთქვის ან დალბობის შემდეგ.
ლიტერატურა
ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 202, ISBN99940-856-1-1.