მხრის ბიცეფსი
ბიცეფსი (ლათ. biceps – ორთავა) — ორთავა კუნთი. მხრის ბიცეფსი იწყება ბეჭის ძვლიდან და დამაგრებულია სხივის ძვლის ბორცვზე; ხრის ხელს იდაყვის სახსარში და წინამხარს აბრუნებს გარეთ (იხ. სუპინაცია).
იხილეთ აგრეთვე
- სუპინაცია
- ბარძაყის ბიცეფსი
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 422.