ნარვა (ესტ.Narva) — ესტონეთის მესამე უდიდესი ქალაქი. მდებარეობს რუსეთთან საზღვარზე. მოსახლეობის უმრავლესობა რუსია. ქალაქის აღმოსავლეთით გაედინება მდინარე ნარვა, რომელიც წარმოადგენს რა საზღვარს რუსეთთან, ჩუდ-ფსკოვის ტბა იარვს აერთებს ფინეთის უბესთან. რუსულ სანაპიროზე ქალაქი ივანგოროდი (იაანლინი) მდებარეობს. მდინარის ესტონურ სანაპიროზე მდებარეობს 1200 წელს დანიელთა მიერ დაარსებული ჰერმანის ციხესიმაგრე, რომელსაც ხიდი აერთებს ივანგოროდის ციხე–სიმაგრესთან, მდინარის რუსულ სანაპიროზე. ხიდი ნეიტრალურ ტერიტორიად ითვლება. ჰერმანის ციხე–სიმაგრის მაღლივ კოშკში ნარვას მუზეუმი მდებარეობს.
შვედების მმართველობისას აგებული ძველი, ბაროკოს სტილის ნარვა პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა II მსოფლიო ომისას, მაგრამ შვედური კოშკები, მეტნაკლებად დაუზიანებელი შემორჩა. ძველი ქალაქიდან გადარჩენილია მხოლოდ პრაქტიკულად თავიდან აშენებული რატუშა (1671) და ორი სახლი.