საუე (ესტ.Saue) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ესტონეთში. მდებარეობს ტალინიდან 18 კილომეტრში. ადმინისტრაციულად წარმოადგენს ცალკე ურბანულ მუნიციპალიტეტს ჰარიუმაას მაზრაში.
ფართობი 3,50 კმ²-ია, მოსახლეობა დაახლოებით 5 600 ადამიანი (2006 წ). დედაქალაქ ტალინთან სიახლოვის გამო, საუეს მდებარეობა ძალზედ ხელსაყრელია.