ნაქალაქევი
ნაქალაქევი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: თმოგვი, მირაშხანი, ფია).[1] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1360 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 24 კილომეტრით. სოფლის მიდამოებში იყო ძველი ქალაქი წუნდა. სოფელში არის ტეშენიტის საბადო.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 426 კაცი.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
476[2]
|
2014 |
426
|
კურორტი
სოფელი ბალნეოლოგიური კურორტია.
- სამკურნალო საშუალებაა: თბილი (33 °C) რადიოაქტიური წყაროების წყალი; იყენებენ აბაზანებისათვის.
- სამედიცინო ჩვენება: სამოძრაო ორგანოების, გულსისძარღვთა, ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და კანის დაავადებანი.
- სეზონი მაისიდან ივნისამდე.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო