საყუდაბელი
საყუდაბელი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, ორგორის თემში.[2] მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1270 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. სოფლის ტერიტორიაზე მოიპოვება ბაზალტი. სოფელში არის XII-XIII საუკუნეების გამოქვაბულის კომპლექსი, მონასტრის ნანგრევები. სოფლის მიდამოებშია ნასოფლარი ვარნეთი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 154 კაცი.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
180 |
96 |
84
|
2014[1] |
154  |
80 |
74
|
ლიტერატურა
სქოლიო