ნუცა ალექსი-მესხიშვილი
ნუცა ალექსი–მესხიშვილი | |
---|---|
![]() 2022 წლის კინოფესტივალზე ტრიესტში | |
დაბადების სახელი | სალომე |
დაბადების თარიღი |
1 მარტი, 1966 თბილისი |
რეზიდენცია | ჰამბურგი |
საქმიანობა | რეჟისორი |
მეუღლე(ები) | კოკა ტოგონიძე |
მშობლები |
მამა: ლადო ალექსი-მესხიშვილი დედა: ლანა ღოღობერიძე |
ჯილდოები | ჟიურის სპეციალური პრიზი ვენეციის მოკლემეტრაჟიანი ფილმების 66–ე საერთაშორისო კინოფესტივალზე – 2009 |
ნუცა (სალომე) ალექსი-მესხიშვილი (დ. 1 მარტი, 1966, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი.
ბიოგრაფია
ნუცა ალექსი-მესხიშვილი (ფსევდონიმი: Salome Alexi) დაიბადა 1966 წლის 1 მარტს, ლანა ღოღობერიძისა და ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახში. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ხოლო 1988–1992 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მხატვრად. 1992–1996 წლებში სწავლობდა პარიზის კინოსკოლა La Fémis–ის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. 2009–2010 წლებში იყო რეპორტიორი ევროპის საბჭოში (სტრასბურგი).
ფილმოგრაფია
- რეჟისორული ნამუშევრები
- „ღამე“ (One Night)
- „შავი ზღვა“ (Black Sea)
- „ზღვაზე ხომ არ წავსულიყავით?“ („Si On Allait A La Mer“[1]), (La Fémis) (სადიპლომო ფილმი)
- „ბედნიერება“ („Felicita“) – 2009
- „კრედიტის ლიმიტი“ („Line of Credit“) – 2014
- გადაღებულია ფილმებში
- „ბავშვები“ – 1976
- „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (ეკა), რეჟისორი ლანა ღოღობერიძე – 1978
- „ორომტრიალი“ – 1986
- ფილმების მხატვარი
- „ვალსი პეჩორაზე“, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე – 1992
ჯილდოები
- ჯილდოები მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ბედნიერება (Felicita):
- ჟიურის სპეციალური პრიზი ვენეციის მოკლემეტრაჟიანი ფილმების 66–ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისათვის "ბედნიერება" (Felicita), ზაირა არსენიშვილის მოთხრობის – „ცოლმა ქმარი დაიტირა“-ს მიხედვით – 2009
რესურსები ინტერნეტში
- ფილმოგრაფია დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- "ფილმი რომ ცხოვრების ნაწილად იქცეს..."
- “ბედნიერება” ვენეციის კინოფესტივალის ლაურეატთა შორისაა
- ვენეცია პოლიტიკური აქცენტებით და ქართული ფილმის წარმატება დაარქივებული 2014-04-11 საიტზე Wayback Machine.
- რატომ არ სწყალობს ქართული ტელე-სივრცე ნუცა ალექსი-მესხიშვილს? დაარქივებული 2016-09-09 საიტზე Wayback Machine.
- "ბედნიერება", ანუ ტელეფონით დატირება
- ბიოგრაფია
- ნუცა ალექსი–მესხიშვილი
- Salome Alexi
- დავით ბუხრიკიძის ინტერვიუ ნუცა ალექსი მესხიშვილთან