ოპერაცია „წარმოუდგენელი“ (ინგლ.Operation Unthinkable) — თავდასხმითი და თავდაცვითი გეგმის კოდური დასახელება იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო კონფლიქტი დაიწყებოდა ერთი მხრივ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს და მეორე მხრივ სსრკ-ს შორის. შემუშავდა 1945 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. ორივე გეგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისუინსტონ ჩერჩილის დავალებით ძალიან გასაიდუმლოებულ პირობებში შეიმუშავა დიდი ბრიტანეთის ომის კაბინეტის დაგეგმვის გაერთიანებულმა შტაბმა. ამჟამად, დოკუმენტები ინახება დიდი ბრიტანეთის ეროვნულ არქივში[1]. თავდასხმითი გეგმის უშუალო მიზანი იყო საბჭოთა ჯარების პოლონეთიდან ძალით განდევნა, ხოლო თავდაცვითისა — ბრიტანეთის კუნძულების თავდაცვის ორგანიზება იმ შემთხვევაში, თუ საბჭოთა ძალები შეიჭრებოდა დასავლეთ ევროპაში. ზოგიერთი წყაროს მიხედვით აღნიშნული გეგმა განიხილება, როგორც მესამე მსოფლიო ომის გეგმა[2][3]. გეგმის პროექტის წარდგენისას ჩერჩილმა განაცხადა „ეს არის წინასწარი ესკიზი და იმედი მაქვს ყველაფერი ჯერ კიდევ ჰიპოტეზური შესაძლებლობაა“[4].
David Reynolds (2006). From World War to Cold War: Churchill, Roosevelt, and the International History of the 1940s. Oxford: Oxford University Press, გვ. 376. ISBN978-0-19-928411-5.(ინგლისური)
Joel Clarke Gibbons (2009). The Empire Strikes a Match in a World Full of Oil. Bloomington, IN: Xlibris Corporation, გვ. 352. ISBN9781450008693.(ინგლისური)