ჯერალდ ფორდი
ჯერალდ რუდოლფ ფორდი, უმც. Gerald Rudolph Ford, Jr. | |
აშშ-ის 38-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 აგვისტო, 1974 – 20 იანვარი, 1977 | |
ვიცე-პრეზიდენტი | არავინ (1974 წ. აგვისტო–დეკემბერი) ნელსონ როკფელერი (1974-1977) |
წინამორბედი | რიჩარდ ნიქსონი |
მემკვიდრე | ჯიმი კარტერი |
აშშ-ის მე-40 ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 დეკემბერი, 1973 – 9 აგვისტო, 1974 | |
პრეზიდენტი | რიჩარდ ნიქსონი |
წინამორბედი | სპირო აგნიუ |
მემკვიდრე | ნელსონ როკფელერი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1949 – 6 დეკემბერი, 1973 | |
დაბადებული | 14 ივლისი, 1913 ომაჰა, ნებრასკა |
გარდაცვლილი | 26 დეკემბერი, 2006 (93 წლის) რანჩო მირიჯი, კალიფორნია |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
მეუღლე | ბეტი ფორდი |
საქმიანობა | ადვოკატი |
ხელმოწერა |
ჯერალდ რუდოლფ ფორდი, უმც. (ინგლ. Gerald Rudolph Ford; დაბადების სახელი ლესლი ლინჩ კინგი, უმც., ინგლ. Leslie Lynch King, Jr.; დ. 14 ივლისი, 1913 ― გ. 26 დეკემბერი, 2006) — აშშ-ის 38-ე პრეზიდენტი (1974–1977) და მე-40 ვიცე-პრეზიდენტი (1973–1974) რესპუბლიკური პარტიიდან.
ვიცე-პრეზიდენტობამდე ფორდი დაახლოებით 25 წელი წარმომადგენელთა პალატის წევრი და 8 წელი წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი იყო.
1973 წელს სპირო აგნიუს გადადგომის შემდეგ ფორდი გახდა პირველი დანიშნული ვიცე-პრეზიდენტი კონსტიტუციის 25-ე შესწორების პირობების მიხედვით და რიჩარდ ნიქსონის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტად გახდომისას ერთადერთი პიროვნება იყო ამ პოსტზე, რომელიც არჩეული არ ყოფილა.
პრეზიდენტის რანგში ფორდმა ჰელსინკის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც ცივი ომის დროინდელი დაძაბულობის შენელებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ ვიეტნამმა სამხრეთი დაიპყრო, მისი პრეზიდენტობის მე-9 თვეს, აშშ-ის მონაწილეობა ვიეტნამში დასრულდა. ფორდის პრეზიდენტობისას ინფლაციის ზრდა და რეცესია იყო, რის გამოც ეკონომიკა დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე ცუდი მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი ერთ-ერთი საკამათო გადაწყვეტილება რიჩარდ ნიქსონის შეწყალება იყო. 1976 წელს ფორდმა რონალდ რეიგანის მცირე სხვაობით დამარცხებით რესპუბლიკელთა ნომინაცია მოიპოვა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატ ჯიმი კარტერთან დამარცხდა.
ფორდი 2006 წლის 26 დეკემბერს, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ის აშშ-ის ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები პრეზიდენტი იყო, გაუსწრო რა რონალდ რეიგანს.
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯერალდ ფორდი“ ვიკისაწყობში.
- გარეგნობა C-SPAN-ზე
- ჯერალდ ფორდი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ჯერალდ ფორდი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- ჯერალდ ფორდი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
|